aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 გარემო: ბათუმში გამწვანების ახალ პროექტს აპროტესტებენ Georgian News  Georgian News 
ბათუმის მაცხოვრებლები მრავალსაუკუნოვანი ხეების გაჩეხვას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ქალაქში ხეების გამოჩეხვით იცვლება მიკროკლიმატი და ეკოლოგიურ პრობლემებთან ერთად ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხე ჩნდება.



ბათუმის მაცხოვრებელი, ეკოლოგი ნოდარ ჩხეიძე აცხადებს, რომ ეს პრობლემა უკვე გახდა აქტუალური ქალაქისთვის, რამდენადაც საუკუნოვანი ხეების მასიური გაჩეხვა მიმდინარეობს. მას მიაჩნია, რომ ხეები კი არ უნდა გაჩეხონ, არამედ სხვა ადგილებში გადარგონ.


როგორც ქალაქის საკრებულოს ფრაქციის „ბათუმისთვის“ თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა განაცხადა, ქალაქის გამწვანების საკითხი მთლიანად არის დამოკიდებული ხელისუფლებების ნებაზე. მისი თქმით, მას არა თვითმმართველობის ორგანო, არამედ ქვეყნის პრეზიდენტი წყვეტს.


მემედ აბაშიძის პროსპექტზე ხეები კომპანია „მწვანე ბათუმმა“ გაჩეხა. მაშინ გაჩეხვის მიზეზად ასახელებდნენ ამ გზის რეაბილიტაციასა და ტროტუარების გაფართოებას, ველოტრასების დაგებას.


გაზეთ „რეზონანსში“ გამოაქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ქართული ქალაქები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას“ მოცემულია ბათუმის მერიის კომენტარი, რომელშიც ნათქვამია, რომ ძველი ხეები გარემონტებული შენობების ფასადებს ფარავდა, რის გამოც ისინი გაჩეხეს. „რეზონანსის“ სტატიას დეზინფორმაცია უწოდა ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსმა კახა გუჩმანიძემ. მისი თქმით, ქალაქში გამწვანების თვალსაზრისით აგროტექნიკური სამუშაოები ტარდება. მისი თქმით, ყველა გაჩეხილი ხე ავად იყო.


ამავე დროს, მწვანეთა მოძრაობის ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი მარინა ჟორდანია აცხადებს, რომ კლიმატური ცვლილებების ფონზე ხეები კი არ უნდა გაჩეხონ, არამედ უნდა იქმნებოდეს დამატებითი მწვანე ზონები.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3253.html
Posted by Drakula | 26 Aug 2011, 19:16 | News »
 

"გარემო: ბათუმში გამწვანების ახალ პროექტს აპროტესტებენ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 06 June 2024
  • English Georgian