ეკონომიკა: საქართველო და ინდოეთი ორმაგ დაბეგვრას თავს აარიდებენ | Business & Economics | ||
საქართველოსა და ინდოეთის მთავრობებმა ოთხშაბათს, 24 აგვისტოს, ხელი მოაწერეს შეთანხმებას „კაპიტალსა და შემოსავლებზე გადასახადების მიმართ ორმაგ დაბეგვრის თავიდან აცილებისა და დაბეგვრისაგან თავიდან არიდების აღმოფხვრის შესახებ“, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი. შეთანხმებას ნიუ-დელიში ხელი მოაწერეს საქართველოს საგანგებო და უფლებამოსილმა ელჩმა ინდოეთში ზურაბ კაჭკაჭიშვილმა და ინდოეთის ფინანსთა სამინისტროს პირდაპირი გადასახადების ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარემ მ. ჩ. ჯოშიმ. „ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ინდოეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, წაახალისებს ინვესტორებს და ორი ქვეყნის საგადასახადო უწყებებს შორის ინფორმაციის ეფექტურ გაცვლას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია შეტყობინებაში. საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. საქართველოსა და ინდოეთის მთავრობებს შორის შეთანხმება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ 1995 წელს გაფორმდა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3228.html
| |||
Posted by Drakula | 24 Aug 2011, 19:58 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.