aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ლიბიელმა მეამბოხეებმა ტრიპოლზე კონტროლი დაკარგეს World News  World News 
ლიბიელმა მეამბოხეებმა ტრიპოლზე კონტროლი დაკარგეს. ВВС–ის ინფორმაციის თანახმად, ამ მომენტისათვის მათ ქალაქი უკვე დატოვეს. 



მუამარა კადაფის ერთერთმა შვილმა, საიფ ალ–ისლამმა განაცხადა, რომ აჯანყებულები ტრიპოლში ხაფანგში გაებნენ, ხელისუფლების ჯარმა "მათ ხერხემალი გაუტეხა".


პოლკოვნიკ კადაფის ნამდვილი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. საიფ ალ–ისლამის თქმით, მისი მამა ტრიპოლში უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.
 ამასთან ერთად, საიფ ალ–ისლამმა დასავლეთი დაადანაშაულა ხალხის დეზინფორმაციაში პოლკოვნიკ კადაფის რეჟიმის დაცემასთან დაკავშირებით. "ეს ინფრომაციული და ტექნოლოგიური ომია ლიბიაში ქაოსისა და შიშის პროვოცირების მიზნით"–აღნიშნა მან.


 მანამდე, მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ საიფ ალ–ისლამი დატყვევებული იქნა ტრიპოლში, 22 აგვისტოს, ღამით, შტურმის დროს. ასევე მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ მათ ხელშია კადაფის კიდევ ორი შვილი– საადი და მუჰამედი. 22 აგვისტოს, საღამოს, ცნობილი გახდა, რომ მუჰამედ კადაფმმა დაცვისგან თავის დაღწევა შეძლო.


 23 აგვისტოს, დილით ადრე, ტელეარხ  "ალ–ურუბას" ეთერში, რომელიც ბეურატიდან გადაიცემოდა,  ცნობილი გახდა კადაფის ხელისუფლების წარმომადგენილის, მუსი იბრაგიმას განცხადება. მისი თქმით,  კადაფის ყველა შვილი თავისუფალია. ამასთან ერთად, მან განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ საიფ ალ–ისლამი არასოდეს დაუტყვევებიათ მეამბოხეებს. მუსა იბრაგიმმა ასევე უარყო მეამბოხეების განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი ლიბიის დედაქალაქის 95%–ს აკონტროლებდნენ. ტრიპოლის არანაკლებ 75%, კადაფის ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფება,– განაცხადა მან.


 მეამბოხეებმა ტრიპოლის აღება 20 აგვისტოს დაიწყეს. როგორც მეამბოხეები იუწყებოდნენ, 22 აგვისტოს, ღამით ისინი ტრიპოლში შეიჭრნენ და ქალაქის უდიდესი ნაწილი დაიკავეს.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3223.html
Posted by consul | 23 Aug 2011, 18:08 | News »
 

"პოლიტიკა: ლიბიელმა მეამბოხეებმა ტრიპოლზე კონტროლი დაკარგეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 07 June 2024
  • English Georgian