aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ელჩი: აშშ მომავალშიც ითანამშრომლებს საქართველოსთან სხვადასხვა სფეროებში Business & Economics  Business & Economics 
სოფლის მეურნეობის მექანიზაციის სერვის-ცენტრში ათი ამერიკული კომბაინი შემოიტანეს. თანამედროვე ტექნიკის პრეზენტაცია დღეს, 23 აგვისტოს, ორხევში ჩატარდა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი დაესწრნენ.



როგორც კვეზერელმა აღნიშნა, თანამედროვე ტექნიკა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებს შორის გადანაწილდება და შემოდგომაზე მოსახლეობა მათ გამოყენებას მოსავლის აღებამდე შეძლებს. მისი თქმით, ეს ამერიკული წარმოების, 300 ცხენის ძალის სიმძლავრის უნივერსალური კომბაინები საშუალებას იძლევა, მოსავალი მინიმალური დანაკარგებით იქნას აღებული. მოცემული კომბანიები აშშ-ის მთავრობის საჩუქარია.


„ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ აშშ-სთან მოცემული მიმართულებით თანამშრომლობისა და ფერმერთა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვის გაგრძელებას, რაც ჩვენი ფერმერული მეურნეობის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მინისტრმა.


ელჩმა პროექტს ქართული და ამერიკული ერების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგი უწოდა.


„საქართველოს წარმატება მის ეკონომიკურ წარმატებაზეა დამოკიდებული, რასაც სოფლის მეურნეობის განვითარებაც უწყობს ხელს. ჩვენ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას და მზად ვართ, საქართველოს გვერდში დავუდგეთ“, - აღნიშნა მან.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3219.html
Posted by Drakula | 23 Aug 2011, 18:05 | News »
 

"ეკონომიკა: ელჩი: აშშ მომავალშიც ითანამშრომლებს საქართველოსთან სხვადასხვა სფეროებში" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 13 June 2024
  • English Georgian