aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: გერმანიაში ღილაკი “Like“ უკანონოდ აღიარეს World News  World News 
ღილაკი „Like“, რომელიც Facebook-ის მომხმარებლებს სოციალურ ქსელში თავის ექაუნთზე შეუსვლელად კონტენტის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, გერმანიის კანონმდებლობას არღვევს. როგორც The Local იტყობინება, ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა პრივატულობის დაცვის დამოუკიდებელი ცენტრის ხელმძღვანელმა ტილო ვაიხერტმა.



ვაიხერტმა განაცხადა, რომ როდესაც საიტზე განთავსებულია ღილაკი “Like“, მონაცემები სტუმრებზე, მათ გადასვლებსა და სესიის ხანგრძლივობაზე გადაეცემა სერვერებს აშშ-ში, იმ შეთხვევაშიც კი, თუ სტუმარი სოციალურ ქსელ Facebook-ში დარეგისტრირებული არ არის. ეს როგორც გერმანიის კანონმდებლობას, ისე ევროკავშირის იურიდიულ ნორმებს ეწინააღმდეგება.


როგორც ცენტრის ექსპერტებმა ჩათვალეს, Facebook ინფორმაციას რეკლამის ტარგეტირებისთვის, ასევე მომხმარებელთა აქტიურობაზე მონაცემების შეგროვებისთვის იყენებს.


სპეციალისტთა დასკვნასთან დაკავშირებით ტილო ვაიხერტმა შლეზვიგ-გოლშტეინის მიწის ტერიტორიაზე მდებარე ყველა კომპანიას მოუწოდა საკუთარი საიტებიდან სექტემბრის ბოლომდე ღილაკი “Like“-ის მოშორებისკენ. მათ, ვინც ამ მოთხოვნას დააიგნორებს, ემუქრებათ 50 ათასამდე ევროს ოდენობის ჯარიმა. როგორც DW-WORLDაზუსტებს, ასეთივე სასჯელი შეიძლება გამოყენებულ იქნას მათ მიმართ, ვინც სოციალურ ქსელ Facebook-ში თაყვანისმცემელთა გვერდის შენარჩუნებას გააგრძელებს.


მანამდე გერმანიის კანონმდებლობის შეუსაბამოდ უკვე აღიარებულ იქნა Facebook-ში ჩატვირთულ ფოტოსურათებზე მომხმარებელთა სახეების ამოცნობის სისტემა. ეს აიხსნა იმით, რომ ქვეყნის კანონმდებლობა კრძალავს არალიცენზირებულ შეგროვებას ისეთი ბიომეტრიული ინფორმაციისა, როგორიცაა მანძილი თვალებს შორის ან სახის ფორმა.
Source - lenta.ru

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3217.html
Posted by Drakula | 23 Aug 2011, 18:04 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: გერმანიაში ღილაკი “Like“ უკანონოდ აღიარეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 14 June 2024
  • English Georgian