aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: აშშ-მ კრიზისის პერიოდში ბანკებს ასტრონომიური თანხის კრედიტები გასცა World News  World News 
აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (ფსს) კრიზისის პერიოდში ქვეყნის უმსხვილეს ბანკებს 1.2 ტრილიონი დოლარის საერთო თანხის კრედიტები გასცა.



როგორც Bloombergაღნიშნავს, ეს თანხა დაახლოებით 2010 წლის აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტს უდრის (1.29 ტრლნ დოლარი), ხოლო თუ მას ერთდოლარიან კუპიურებში გადავიყვანთ, მაშინ კრედიტების თანხა ოლიმპიური ზომის 539 აუზს შეავსებს.


Bloomberg-ის მონაცემებით, სახელმწიფო მხარდაჭერის უმსხვილესი მიმღებნი გახდნენ ბანკები Morgan Stanley, Citigroup დაBank of America. 2007 წლის აგვისტოდან 2010 წლის აპრილის ჩათვლით მათ ფსს-საგან მიიღეს 107.3 მილიარდი, 99.5 მილიარდი და 91.4 მილიარდი დოლარი, შესაბამისად.


ფსს-საგან კრედიტების მიმღებთა შორის არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ევროპული ბანკებიც გახდნენ. ასე, ევროპის ფინანსურ ორგანიზაციებს შორის ყველაზე დიდი სესხი ფსს-საგან - 84.5 მილიარდი დოლარი - მიიღო ბრიტანულმა Royal Bank of Scotland-მა. შვეიცარიის UBS-მა 77.2 მილიარდი, ხოლო გერმანულმა Hypo Real Estate Holding-მა - 28.7 მილიარდი დოლარი მიიღო.


კრიზისის პერიოდში ფსს-მა აშშ-ის ფინანსური ორგანიზაციების დაკრედიტების 11 პროგრამა განახორციელა, რათა ქვეყნის საბანკო სისტემის სტაბილურობა შეენარჩუნებინა. კერძოდ, პროგრამა TARP-ის ფარგლებში ქვეყნის ბანკებს 700 მილიარდი დოლარი გადაეცათ.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3215.html
Posted by Drakula | 23 Aug 2011, 18:00 | News »
 

"ეკონომიკა: აშშ-მ კრიზისის პერიოდში ბანკებს ასტრონომიური თანხის კრედიტები გასცა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 May 2024
  • English Georgian