aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: 2015 წლისთვის საქართველოს დაახლოებით 7-8 მილიონი ტურისტი ესტუმრება Business & Economics  Business & Economics 
2015 წლის მოდერნიზაციის გეგმით, საქართველოს დაახლოებით 7-8 მილიონი ტურისტი ესტუმრება. ამის შესახებ ანაკლიაში გამოსვლის დროს ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.



მისი თქმით, 2013 წელს ამ ადგილას, „სადაც კალოშებიანი დამპყრობელი ჯარისკაცების გარდა ძალითაც ვერ შეაგდებდი ვერავის, ათასობით სასტუმრო ადგილი იქნება“.


„ეს წელიწადში  200 ათას დამსვენებელს ნიშნავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 2013 წელს აქ წელიწადში 200 ათასი დამსვენებელი იქნება. ეს უფრო მეტია, ვიდრე, მაგალითად, აჭარაში ასლან აბაშიძის პერიოდში იყო. 2015 წელს, რომელსაც განვსაზღვრავ როგორც გარკვეულ ზღვარს, თითქმის 400 ათასი დამსვენებელი იქნება“, - განაცხადა სააკაშვილმა.


მან აღნიშნა, რომ წელს, ოქტომბერში, იწყება ფოთი-ანაკლიას გზის მშენებლობა, რომელიც მთელი ზღვის სანაპიროს გასწვრივ აიგება და ანაკლიიდან ფოთში მგზავრობა 15 წუთში, ხოლო ბათუმში - 50 წუთში იქნება შესაძლებელი.


„ესეც თქვენ სენ-ტროპე ნიცა, როგორც ამას წარმოვიდგენ, და ოდნავ უკეთესიც კი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3214.html
Posted by Drakula | 23 Aug 2011, 17:59 | News »
 

"ეკონომიკა: 2015 წლისთვის საქართველოს დაახლოებით 7-8 მილიონი ტურისტი ესტუმრება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 May 2024
  • English Georgian