aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: სააკაშვილი: ანაკლია შავი ზღვის სანაპიროს შარმ-ელ-შეიხი გახდება Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 22 აგვისტოს, ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ოქროს საწმისი“ გახსნა.



ახალ სასტუმროში 105 ულტრათანამედროვე ნომერია. საქართველოს პრეზიდენტმა როგორც სასტუმრო ნომრები, ისე VIP-აპარტამენტები დაათვალიერა, რომლებიც მაღალი რანგის სტუმრებზეა გათვლილი. სააკაშვილის განცხადებით, მალე ანაკლია შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე სასურველი საკურორტო ადგილი გახდება.


„მრავალ საპრეზიდენტო სასტუმრო ნომერში ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი არ მინახავს. ანაკლია შავი ზღვის სანაპიროზე საუკეთესო კურორტი იქნება. ეს შავი ზღვის სანაპიროს შარმ-ელ-შეიხი იქნება, ხოლო ანტალიასა და სხვა კურორტებს გვერდზე დატოვებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.


სასტუმროს დათვალიერების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ანაკლიის ბულვარისკენ გაემართა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. გაკეთდა სამახსოვრო ფოტოსურათებიც.


დღესვე სააკაშვილმა სხვა ახალი სასტუმრო „გესთ ჰაუსის“ მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ფრიდონ თოდუასთან ერთად მან მომავალი შენობის ფუნდამენტში სიმბოლური კაპსული ჩადო. სავარაუდოდ, სასტუმრო ექსპლუატაციაში მომავალი წლის აგვისტოში შევა. პრეზიდენტის თქმით, მომავალ წელს ანაკლიას ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3212.html
Posted by Drakula | 23 Aug 2011, 17:56 | News »
 

"ეკონომიკა: სააკაშვილი: ანაკლია შავი ზღვის სანაპიროს შარმ-ელ-შეიხი გახდება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 May 2024
  • English Georgian