aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 კულტურა: რუსთაველის თეატრის დასი: ის, რაც მოხდა, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რობერტ სტურუასდათხოვნა Georgian News  Georgian News 
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი თავის სამხატვრო ხელმძღვანელს გამოექომაგა და რობერტ სტურუას დათხოვნის ფაქტს შემაფიქრიანებლად მიიჩნევს. პროტესტის ნიშნად თეატრის თანამშრომლები დღეს, 22 აგვისტოს, 12:00 საათზე სპეციალურ აქციას ჩაატარებენ, იუწყება “GHN“.



როგორც მსახიობთა საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ბევრად უფრო ცუდადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ვინაიდან მომხდარი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სტურუას დათხოვნა.


„რა აღარ აქვს გადატანილი თეატრს თავისი არსებობის მანძილზე, მაგრამ ასეთი ერთსულოვანი არასდროს ყოფილა. დღეს ყველა გაკვირვებულია. საქმე ბევრად უფრო ცუდადაა, ვიდრე ვფიქრობთ, მაგრამ როგორ რთულ პერიოდშიც არ უნდა ვცხვორბდეთ, ადამიანური სახე არ უნდა დავკარგოთ. ნებისმიერი ჩვენი ქმედება უნდა იყოს ადეკვატური, ვაჟკაცური და პრინციპული. ნუთუ რთულია მიხვედრა იმისა, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, ჩვენს სამშობლოში. 2011 წლის 9 აგვისტოდან რობერტ სტურუა აღარ არის რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი - იგი დაითხოვეს. რას ნიშნავს ეს? ჩვენ აღარ გვჭირდება სტურუას სპექტაკლები, რომლებიც სავსეა სინათლით, კაცთმოყვარეობით, სულიერობით, ტალანტით, ხვალინდელი დღის იმედით, მაღალი გემოვნებით, ქვეყნის მიმართ სიყვარულით? არა, ბატონებო! ასე არ გამოვა! ჩვენთვის რობერტ სტურუა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია!“, - ხაზგასმულია განცხადებაში.


განცხადებას ხელი მოაწერეს შემდეგმა პირებმა: გ. საღარაძე, კ, კავსაძე, ჯ. ღაღანიძე, თ. დოლიძე, ჟ. ლოლაშვილი, ზ. კვერენჩხილაძე, მ. კახიანი, ზ. ლებანიძე, დ. უფლისაშვილი, ლ. ხურცია, თ. ჭიჭინაძე, ზ. პაპუაშვილი, ლ. ფოფხვაძე, ნ. კანტიძე, გ. ბარბაქაძე, ბ. ჩაჩიბაია, გ. გიორგაძე, მ. ჯანაშია, კ. ფურცელაძე, მ. შველიძე, ს. აბრამიშვილი, დ. პაპუაშვილი, ლ. ბერიკაშვილი, ზ. პაპუაშვილი, ე. მოლოდინაშვილი, პ. გულიაშვილი. უ. სუხიტაშვილი, ზ. შარია, მ. გამცემლიძე, ლ. ოგანეზოვი, მ. აბრამიშვილი, ი. სანაია, ტ. სარალიძე, ნ. მაყაშვილი, რ. მაყაშვილი, ნ. კასრაძე, ნ. არსენიშვილი, დ. დარჩია, ნ. სუსკივაძე, გ. გველესიანი, ე. მინაშვილი, დ. კვირცხალია, ლ, ალიბეგაშვილი, მ. დინარია, ლ, ახალაია, ნ. კაცარიძე, რ. ჩხეიძე, გ. მესხიშვილი.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3197.html
Posted by Drakula | 22 Aug 2011, 20:01 | News »
 

"კულტურა: რუსთაველის თეატრის დასი: ის, რაც მოხდა, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რობერტ სტურუასდათხოვნა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 20 May 2024
  • English Georgian