aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ჰონდურასი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს Georgian News  Georgian News 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ 20 აგვისტოს ჰონდურასის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენლებთან პოლიტიკური კონსულტაციები ჩაატარა.



ჰონდურასის მხარეს წარმოადგენდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალდენ რივერა და პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი რობერტო ოჩოია მადრიდი, საქართველოს დელეგაციას - ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ყველაშვილი და მექსიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი გვარამ ხანდამიშვილი.


როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, კონსულტაციების ფარგლებში განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, კერძოდ პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების, გაღრმავება, სამართლებრივი ბაზის განმტკიცება და სავაჭრო კავშირების გაფართოება. მხარეებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთახმდნენ.


ჰონდურასის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.


ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ჰონდურასს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3195.html
Posted by Drakula | 22 Aug 2011, 19:54 | News »
 

"პოლიტიკა: ჰონდურასი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 17 May 2024
  • English Georgian