aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: კიდევ რამდენიმე მოსკოვის თეატრია მზადა, რომ რობერტ სტურუა მიიღოს Georgian News  Georgian News 
კიდევ ოთხმა მოსკოვის თეატრმა ქართველ რეჟისორთან რობერტ სტურუასთან თანამშრომლობის მზადყოფნაზე განაცხადა, იტყობინება მოსკოვის მერის მოადგილის ლუდმილა შვეცოვის მრჩეველი ალექსანდრე პუდინი.



სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, გამოჩენილ რეჟისორთან რობერტ სტურუასთან ერთად თეატრალური დადგმების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვეს მოსსოვეტის სახელობის და ერმოლოვის სახელობის თეატრებმა, ბრონის თეატრმა, „სოვრემენიკმა“, ასევე გოგოლის სახელობის თეატრმა. მანამდე ოსტატთან თანამშრომლობის სურვილის შესახებ განაცხადეს თეატრ „Et Cetera“-ს ხელმძღვანელმა ალექსანდრე კალიაგინმა და თეატრ „თანამედროვე პიესის სკოლის“ ხელმძღვანელმა იოსიფ რაიხელგაუზმა.


მერის მოადგილის მრჩეველმა ასევე თქვა, რომ პარასკევს რ. სტურუასაგან მოვიდა წერილი, რომელშიც იგი „ლუდმილა შვეცოვას მხარდაჭერისა და მოსკოვის თეატრებთან თანამშრომლობის შემოთავაზებისთვის ღრმა მადლობას უხდის“.


რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 15 აგვისტოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას 9 აგვისტოს ბრძანებით გაათავისუფლეს. მინისტრის განცხადებით, რობერტ სტურუა თანამდებობიდან მის მიერ გამოთქმულ ეთნიკურ მეტაფორებთან დაკავშირებით გაათავისუფლეს.


„სახელმწიფო, რომელიც თავიდანვე მულტიეთნიკური და მულტიკულტურულია, ვერ შეეგუება ქსენოფობიას და არ დააფინანსებს მას. ქსენოფობიის ქვეშ იგულისხმება ის გამოთქმები, ეთნიკური მეტაფორები, რომლებსაც სტურუა თავის მრავალრიცხოვან ინტერვიუებში ხმარობდა“, - განაცხადა ნიკოლოზ რურუამ.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3192.html
Posted by Drakula | 20 Aug 2011, 20:19 | News »
 

"საზოგადოება: კიდევ რამდენიმე მოსკოვის თეატრია მზადა, რომ რობერტ სტურუა მიიღოს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 17 May 2024
  • English Georgian