aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: მსოფლიოში შეიძლება მცურავი სახელმწიფოები გაჩნდეს World News  World News 
სილიკონის ველის ერთ-ერთმა მილიარდერმა, PayPal-ის შემქმნელმა პიტერ ტილმა 1.25 მილიონი დოლარი მცურავი სახელმწიფოების შექმნაში დააბანდა. ამის შესახებ წერს ამერიკული ჟურნალი Details.



Seasteading Institute, რომელმაც ფული Facebook-ის ინვესტორისაგან მიიღო, უკვე რამდენიმე წელია ამუშავებს დამოუკიდებელი საზოგადოებების კონცეფციას, რომლებიც, როგორც ინსტიტუტის შემქმნელები ვარაუდობენ, იცხოვრებენ მცურავ პლატფორმებზე ნეიტრალურ წყლებში.


ახალი მიკროსახელმწიფოების მაცხოვრებლები გათავისუფლებულები იქნებიან კანონებისაგან ჩვეული გაგებით. ინსტიტუტის დირექტორის პატრი ფრიდმანის თქმით, ამ პლატფორმებით შეიძლება დაინტერესდნენ რელიგიური და პოლიტიკური მიმდინარეობების წარმომადგენლები, ასევე ინტერესების მიხედვით ჯგუფები, როგორებიცაა ნუდისტები, ეკოლოგები ან ნარკოტიკების თავისუფალი ბრუნვის მომხრეები.


შემქმნელები პირობას დებენ, რომ ახალ საზოგადოებაში არ იქნება ისეთი ცნებები, როგორიცაა საარსებო მინიმუმი ან შემოსავლის დონე, პლატფორმებზე მშენებლობის რეგლამენტაციას არ ექნება ადგილი. იმ მცირე წესებიდან ერთ-ერთი, რომელთა წინაშე მცურავი მიკროსახელმწიფოების მაცხოვრებლები აღმოჩნდებიან, გახლავთ ზოგიერთი შეზღუდვა იარაღის ტარებაზე, აზუსტებს Details.


2012 წელს კალიფორნიის სანაპიროზე გაჩნდება მცურავი სასტუმრო ClubStead 34.2 ათასი კვადრატული მეტრის საერთო ფართობით, რომელიც Seasteading Institute-ის მიერ პროექტირებული იქნება როგორც ექსპერიმენტული მცურავი პლატფორმა. სასტუმროს შექმნას 120 მილიონი დოლარი დასჭირდება, წერს ჟურნალი Esquire ფრიდმანზე მინიშნებით.


პიტერ ტილი, რომელიც თავისი ლიბერტარიანული შეხედულებებით არის ცნობილი, საკმაოდ დიდი ხანია, რაც Seasteading Institute-ში ინვესიტრებას ახდენს. უტოპიური კონცეფციის განვითარებაში პირველი წვლილი 500 ათასი დოლარის ოდენობით მან 2008 წელს შეიტანა. ამჟამად მისი ფონდი ინსტიტუტის პროექტების რეალიზაციისათვის საჭირო სახსრების ძიებით არის დაკავებული.


პირველი მცურავი სახელმწიფო 1967 წელს ბრიტანელმა გადამდგარმა მაიორმა შექმნა. საგრაფო სილენდი (Sealand) დიდი ბრიტანეთის სანაპიროდან 10 კილომეტრში ჩრდილოეთ ზღვაში განლაგებულ ზღვის პლატფორმაზე მდებარეობს. 2009 წელს პლატფორმა ოფიციალურად გაიტანეს გასაყიდად 750 მილიონ ევროდ. პლატფორმის ყიდვით უმსხვილესი ტორენტ-ჰოსტინგი The Pirate Bay დაინტერესდა, მაგრამ ჯერჯერობით რესურსის მფლობელებმა საკმარისი თანხის შეგროვება ვერ მოახერხეს.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3167.html
Posted by Drakula | 18 Aug 2011, 20:49 | News »
 

"ეს საინტერესოა: მსოფლიოში შეიძლება მცურავი სახელმწიფოები გაჩნდეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 15 May 2024
  • English Georgian