aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 კულტურა: კულტურის სამინისტრო: რობერტ სტურუა თანამდებობიდან ქსენოფობიის გამო გაათავისუფლეს Georgian News  Georgian News 
საქართველოს კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები დაასახელა. ნიკა რურუამ აღნიშნა, რომ მისთვის სტურუას გათავისუფლება აღნიშნული თანამდებობიდან პრინციპულ საკითხს წარმოადგენს.



„სახელმწიფო, რომელიც მულტიეთნიკური და მულტიკულტურულია, არ უნდა ეგუეობდეს ქსენოფობიას და აფინანსებდეს მას. ქსენოფობიის ქვეშ იგულისხმება ის გამოთქმები და ეთნიკური მეტაფორები, რომლებსაც სტურუა თავის ხშირ ინტერვიუებში იყენებდა“, - განაცხადა რურუამ და დაამატა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პირადად მისთვის სასიამოვნო არ ყოფილა.


„მიმაჩნია, რომ ქსენოფობიის ტირაჟირებას დემოკრატიულ ქვეყანაში მწვანე შუქი არ უნდა ჰქონდეს, მითუმეტეს, რომ ეს საქართველომ საკუთარ თავზე არა ერთხელ განიცადა. ხალხის დაყოფა კარგებად და ცუდებად, ადამიანების დაყოფა კლასებად - ეს იყო ის, რასაც თავის დროს ბოლშევიკები აკეთებდნენ და ეს სტურუამ იცის, იგი იცნობდა ბოლშევიკებს. ამას თავის დროზე ნაცისტებიც აკეთებდნენ“, - განაცხადა მინისტრმა.


ამავე დროს, რურუამ განმარტა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა არ უქმდება, მათ შორის რუსთაველის თეატრშიც.


„მე გადავწყვიტე, რომ ადამიანი, რომელსაც ღირებულებების ამგვარი სისტემა აქვს, არ უნდა იკავებდეს საკვანძო ხელმძღვანელ თანამდებობას. სულ ესაა. მთლიანობაში, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა არ უქმდება და იგი არც რუსთაველის თეატრში გაუქმდება“, - განაცხადა რურუამ.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3155.html
Posted by Drakula | 17 Aug 2011, 19:00 | News »
 

"კულტურა: კულტურის სამინისტრო: რობერტ სტურუა თანამდებობიდან ქსენოფობიის გამო გაათავისუფლეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 20 May 2024
  • English Georgian