aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ექსპერტი: „საქართველო-რუსეთის ომმა სამხრეთ კავკასიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესთა ლიმიტი აჩვენა Georgian News  Georgian News 
კავკასიის საკითხების ამერიკელი ექსპერტის ალექს ჯექსონის შეფასებით, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომმა სამხრეთ კავკასიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესთა ლიმიტი აჩვენა.



როგორც ექსპერტმა საინფორმაციო სააგენტო „აპა“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როგორც ჩანს, ნატო დაინტერესებული არ არის სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისთვის - საქართველოსთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის ალიანსში წევრობის სტატუსის მინიჭებაში მანამ, სანამ ეს ქვეყნები არ მოიყვანენ უსაფრთხოების ნორმებსა და პოლიტიკურ სისტემებს ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობაში.


შეკითხვაზე, საქართველო-რუსეთის ომის გამოცდილების გათვალისწინებით უნდა გააკეთონ თუ არა ნატოში შესვლაზე აქცენტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა, ექსპერტმა უპასუხა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია ამ ქვეყნებს თავიანთი სამხედრო ძალებისა და დოქტრინების გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს.


„მიუხედავად ყველაფრისა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ნატოსთან სხვადასხვა ურთიერთობები აკავშირებს: საქართველომ ნატოში შესვლის სურვილი ოფიციალურ დონეზე გამოხატა, აზერბაიჯანი ამ საკითხის თაობაზე ორ მოსაზრებას ეყრდნობა, სომხეთი, როგორც ჩანს, ამით დაინტერესებული არაა“, - განაცხადა ექსპერტმა და დაამატა, რომ ნატოში შესვლა ძალიან შეუწყობდა ხელს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხოებას.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3147.html
Posted by Drakula | 16 Aug 2011, 20:45 | News »
 

"პოლიტიკა: ექსპერტი: „საქართველო-რუსეთის ომმა სამხრეთ კავკასიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესთა ლიმიტი აჩვენა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian