aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: გერმანელებისთვის სამსახურში კოცნის აკრძალვა სურთ, რადგან ეს „ტერორიზმის ახალი ფორმაა World News  World News 
Knigge-თი ცნობილი მორალის დამცველთა გერმანული საზოგადოების წარმომადგენლებმა ხელისუფლებებს შესთავაზეს, გერმანიის მოქალაქეებს სამსახურში კოცნა აუკრძალონ, ამასთან, ლოყაზეც კი. მათი აზრით, სამსახურში კოცნა „ტერორიზმის ახალი ფორმაა“, იუწყება “GHN“.



სიტყვა Kniggeგერმანულიდან ითარგმნება როგორც „ეტიკეტი“ ან „სწორი ქცევა“. მორალის დამცველთა საზოგადოება განგაშს ტეხს: მისი ინფორმაციით, გერმანიაში მამაკაცები და ქალბატონები შეხვედრისას ლოყაში კოცნიან ერთმანეთს მოსიყვარულრე ფრანგებზე უფრო ხშირადაც კი. ასეთ თავხედობას Knigge-ის წარმომადგენლები ვერ ეგუებიან. ამიტომ ეტიკეტის გერმანელი დამცველები მოუწოდებენ გამოაცხადონ ოფისები „კოცნისაგან თავისუფალ ზონებად“. სულმოკლეებს ურჩევენ „აიწყვიტონ“ მისაღები ფორმით: ეცადონ არ აწკლაპუნონ, აკოცონ ლოყაში „მარცხნიდან მარჯვნივ“, წერს ИТАР-ТАСС.


ამასთან ერთად, ოფისში კოცნა „მეტისმეტად ინტიმური და არაპროფესიულია“. ასეთ პოზიციას გერმანიაში მრავალი მამაკაცი და ქალბატონი იზიარებს, რომლებსაც ამის კეთების სურვილი არა აქვთ. როგორც საზოგადოებაში განმარტავენ, გერმანელ ქალბატონებს რამდენადმე განსხვავებული ტემპერამენტი აქვთ, ვიდრე ფრანგ და ლათინოამერიკელ ქალბატონებს.


Knigge-ის წარმომადგენლებმა ამ სიტუაციიდან გამოსავალი მონახეს. მაგალითად, თუ პიროვნება სამსახურში კოცნის წინააღმდეგი არაა, მას თავის სამუშაო მაგიდაზე შესაბამისი განცხადების განთავსება შეუძლია. მან ასევე ურჩია ყველას თანდათანობით უარი თქვან კოცნის ჩვევაზე და შემოიფარგლონ ფორმალუტი ხელის ჩამორთმევით ერთმანეთისაგან 60 სანტიმეტრის მანძილზე, გადმოსცემს Курсквеб.Ру.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3129.html
Posted by Drakula | 12 Aug 2011, 17:35 | News »
 

"ეს საინტერესოა: გერმანელებისთვის სამსახურში კოცნის აკრძალვა სურთ, რადგან ეს „ტერორიზმის ახალი ფორმაა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 07 June 2024
  • English Georgian