aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: -ადამიანის შემოსავალსა და მისი სიცილის „ტიპს“ შორის აღმოაჩინეს დამოკიდებულება World News  World News 
გამოკვლევის შედეგების თანახმად, მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები სიცილის დროს გამოთქვამენ „ჰე-ჰე“-ს, 50-ის შემდეგ სულ უფრო ხშირად ისმის „ჰო-ჰო“. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ გერმანელი სოციოლოგები TNS Emnid-დან, რომლებმაც ტელეარხ Sky-ის შეკვეთით გამოკვლევა ჩაატარეს. ამის შესახებ წერს გაზეთი 20 Minuten.



ადამიანების 66% სიცილის დროს წარმოთქვამენ „ჰა-ჰა“-ს. როგორც სოციოლოგებმა გაარკვიეს, ასეთი სიცილისადმი მიდრეკილება აქვთ ახაგალგაზრდა ადამიანებს, უნივერსიტეტის დამთავრებულებს. როგორც სოციოლოგები აზუსტებენ, პოპულარობის მიხედვით მეორე (11%) გახდა სიცილი „ჰე-ჰე“, რომლის მიმართ მიდრეკილება აქვთ ადამიანებს მაღალი შემოსავლით. ადამიანების 10% წარმოთქვამს „ჰი-ჰი“-ს, ამასთან, როგორც წესი, ასე იცინის ყოველი მეხუთე ადამიანი უმაღლესი განათლების გარეშე. „ჰუ-ჰუ“ და „ჰო-ჰო“ ბევრად უფრო იშვიათად ისმის: ასე იცინის 3% და 2%, შესაბამისად.


სოციოლოგებმა აღმოაჩინეს დამოკიდებულება ადამიანის შემოსავალსა და იმის შორის, თუ როგორ იცინის იგი. იმ გერმანელთა შორის, რომლებსაც თვეში 2500 ევრო აქვთ შემოსავალი, 53% იცინის „ჰა-ჰა“-თი, 18% - „ჰე-ჰე“-თი, 9% - „ჰი-ჰი“-თი. თვეში 1000 ევროზე ნაკლები შემოსავლის მქონე ადამიანები ხშირად სიცილის დროს წარმოთქვამენ „ჰა-ჰა“-ს - ასე 72% აკეთებს, 9% კი ამჯობინებს „ჰუ-ჰუ“-ს.


გამოკვლევამ გერმანიის სხვადასხვა ნაწილების მაცხოვრებლებს შორის სიცილში პრინციპული განსხვავებები არ გამოავლინა. აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ საქსონიასა და ტიურინგიაში შეიმჩნევა „მიდრეკილება „ჰი-ჰი“-სადმი“, ხოლო რეინლანდ-პფალცში, გესენსა და საარაში - „ჰო-ჰო“-სადმი.


ტელეარხ Sky-ის მიერ შეკვეთილი სოციოლოგიური გამოკვლევა ახალი კომედი-შოუს პრომო-კამპანიის ნაწილი გახდა, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებში ფასიან ტელეარხზე გამოვა.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3126.html
Posted by Drakula | 12 Aug 2011, 17:31 | News »
 

"ეს საინტერესოა: -ადამიანის შემოსავალსა და მისი სიცილის „ტიპს“ შორის აღმოაჩინეს დამოკიდებულება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 November 2025
  • English Georgian