aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოზე მსოფლიო ბაზრების დაცემას? Business & Economics  Business & Economics 
როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოზე მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე დაცემას, რომელიც აშშ-ის საკრედიტო რეიტინგის შემცირებას მოჰყვა? „ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი აბაშიშვილის აზრით, მსოფლიო ბირჟებზე მიმდინარე პროცესები აუცილებლად აისახება საქართველოზე, რაც ძირითადად შეეხება ბანკებს, რომლებიც ყველაზე მეტადაა ინტეგრირებული გლობალურ სისტემაში, ქვეყნის ეკონომიკის სხვა სექტორთა შორის.



კერძოდ, იგი პროგნოზირებს საკრედიტო რესურსების შემცირებას, რაც, აბაშიშვილის თქმით, ისედაც პრობლემაა ქართული ბანკებისათვის. შედეგად, ექსპერტი კრედიტების გაცემის პირობების გართულებასა და საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ვარაუდობს.„კრედიტების უმეტესობა სამომხმარებლო სეგმენტზე მოდის და უდიდესი დარტყმა სწორედ მანდ არის მოსალოდნელი - შესაძლოა, კრედიტის მიღება გართულდება. ქართულ საბანკო სექტორში ისედაც გამოვლინდა საპროცენტო განაკვეთის შემცირების პროცესის შეჩერება. არ გამოვრიცხავ, რომ პროცენტების ზრდის ტენდენციაც დაიწყება“, - აღნიშნა მან.


თუმცა მსოფლიოს მასშტაბით იგი კრიზისის გამეორებას გამორიცხავს, ვინაიდან ექსპერტის თქმით, წამყვანმა ქვეყნებმა უკვე მიიღეს კრიზისთან ბრძოლის გამოცდილება და პრობლემის გაღრმავებას არ დაუშვენებენ.


„ვფიქრობ, ევროპული და ამერიკული პრობლემები ლოკალიზებული იქნება. ამიტომ ისეთი კრიზისის გამეორებას, როგორიც 2008 წელს იყო, გამოვრიცხავ“, - განაცხადა აბაშიშვილმა.


უფრო მსუბუქ პროგნოზს აკეთებს ეკონომიკური საკითხების ექსპერტი ირაკოლი ლეკვინაძე. მისი თქმით, შტატების რეიტინგის შემცირების ფონზე ქართულ ბაზარზე მოსალოდნელია დოლარის კიდევ უფრო ძლიერი შესუსტება, მაგრამ ამას შეუქცევადი ხასიათი არ ექნება.


„ვფიქრობ, აშშ-ის საკრედიტო რეიტინგის დაცემა ვერ შეძლებს საქართველოზე დიდი გავლენის მოხდენას. მთავარი, რაც ქართულ ბაზარზე აისახება, დოლარის შესუსტებაა, რაც რეიტინგის შემცირების შემდეგ გაგრძელდება. საქართველოს სავალუტო რეზერვის 70 პროცენტამდე სწორედ აღნიშნულ ვალუტაშია განთავსებული, გარდა ამისა, მრავალს დანაზოგები დოლარებში აქვს, მაგრამ, ვფიქრობ, ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება“, - აღნიშნა ექსპერტმა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3114.html
Posted by Drakula | 10 Aug 2011, 22:13 | News »
 

"ეკონომიკა: როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოზე მსოფლიო ბაზრების დაცემას?" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Article Rating
Average Score: 1
Votes: 5


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 07 June 2024
  • English Georgian