aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 შოუ-ბიზნესი: ბათუმში ელისო ბოლქვაძის კონცერტი გაიმართება Georgian News  Georgian News 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, დღეს, 6 აგვისტოს, ბათუმში ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.



კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად ჩაირიცხება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების ანგარიშზე და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ხელნაწერის რესტავრაციას მოხმარდება. ბევრ უნიკალურ ხელნაწერთა შორისაა მოქვის სახარებაც, რომელსაც გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება. უნიკალური ხელნაწერების გადასარჩენად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მილიონი ლარი გამოყო.
ღონისძიების დაწყებამდე, მოეწყობა გამოფენა ,,ქართული ხელნაწერი". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერების ზუსტი ასლები (მულაჟები): მათ შორის ხანმეტი ლექციონარის (VII-VIII სს.); სინური მრავალთავის (864 წ).; ასტროლოგიური ტრაქტატის (1188-1210 წწ.) მოქვის სახარების (1300 წ); ,,ვეფხისტყაოსანის'' უძველესი ნუსხების და სხვა ხელნაწერთა ასლები.

 

სწორედ ამ უძველესი ძეგლების გადასარჩენად, მათი როგორც უნიკალური, ეროვნული მნიშვნელობის კოლექციის დაცვის, კვლევის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისათვის შეიქმნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება, რომლის წევრიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, ამავე საზოგადოების წევრია ელისო ბოლქვაძეც.
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საქველმოქმედო კონცერტის მხარდამჭერებია: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; ავიაკომპანია ,,აირზენა''; რადიო ,,მუზა'' და აჭარის ტელევიზია.

Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3086.html
Posted by consul | 06 Aug 2011, 18:04 | News »
 

"შოუ-ბიზნესი: ბათუმში ელისო ბოლქვაძის კონცერტი გაიმართება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 21 May 2024
  • English Georgian