aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: Amnesty International: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტონ იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლება Georgian News  Georgian News 
სამართალდამცავი ორგანიზაცია Amnesty International აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლება მათი დროებითი საცხოვრებლიდან და უნდა უზრუნველყოფს ისინი ადეკვატური საცხოვრებლით.



ივლისში იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით საცხოვრებლიდან გამოსახლების ახალი ტალღის დაწყების შემდეგ 5 აგვისტოს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ორგანიზაცია Amnesty International მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებებს არ გაიმეორონ „იგივე შეცდომები“, რომელთაც ადგილი ჰქონდა გასული წლის ივნის-ივლისსა და 2011 წლის იანვარში, ქვეყნის რეგიონებში დაახლოებით ათასი ოჯახის გადასახლების დროს. ეს პროცესი აღწერილია Amnesty International-ის მოხსენებაში, რომელიც 29 გვერდს მოიცავს.


Amnesty International აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ იძულებით გადაადგილებულ პირებს ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფას დაპირდა, მან „საერთაშორისო ვალდებულებები დაარღვია და მრავალი იძულებით გადაადგილებული პირისთვის სიტუაცია გაუარესდა“.


„ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს ომის დროს, საჭიროებენ სტაბილურობას, რათა ახალ ცხოვრებას შეუდგნენ. ამის მაგივრად ხელისუფლებები აიძულებენ მათ თავი იგრძნონ კიდევ უფრო დაუცველებად, ახდენენ რა მათ გამოსახლებას სათანადო კონსულტაციების, შეტყობინებებისა და სამართლებრივი გარანტიების გარეშე. რიგ შემთხვევებში ხელისუფლებებმა გადასახლებულებს საკმარისი ალტერნატიული საცხოვრებელი არ შემოთავაზეს“, - თქვა Amnesty International-ის მკვლევარმა საქართველოს მიხედვით ნატალია ნოზაძემ.


ამავე დროს, Amnesty International აგრძელებს მოწოდებებს სეპარატისტული ხელისუფლებების მისამართით, რათა მათ პატივი სცენ იძულებით გადაადგილებულთა უფლებას, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდნენ სახლში. თუმცა ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ სანამ ეს შეუძლებელია, საქართველოს მთავრობამ ზომები უნდა მიიღოს მათი ინტეგრაციისათვის ადგილობრივ საზოგადოებაში, მათი უზრუნველყოფისათვის ცხოვრების ადეკვატური პირობებითა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობების შესაქმნელად.


„თუ გამოსახლება და გადასახლება ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობით და გადასახლებად პირთა ინფორმირებული მონაწილეობით არ ჩატარდება, მაშინ ქართული მთავრობის მიერ მიღებადი ზომები არ დაეხმარება, არამედ ხელს შეუშლის იძულებით გადასახლებულებს, შეეგუონ ახალ სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციას“, - თქვა ნატალია ნოზაძემ.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3072.html
Posted by Drakula | 05 Aug 2011, 19:32 | News »
 

"საზოგადოება: Amnesty International: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტონ იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian