aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: დიმიტრი მედვედევი 2008 წელს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას იხსენებს Georgian News  Georgian News 
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდელ პერიოდთან დაკავშირებით ქართველი და რუსი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მიხეილ სააკაშვილთან მის შეხვედრას იხსენებს.



„ჩვენ შევხვდით პეტერბურგში კონსტანტინეს სასახლეში. ის მოვიდა და მე მას ვუთხარი შემდეგი ფრაზა: „თქვენ იცით, არის ძალიან ბევრი პრობლემა რეგიონში, საქართველოში აუღიარებელ ტერიტორიეულ ერთეულებთან დაკავშირებით, მაგრამ მე შემიძლია თქვენ დაგარწმუნოთ, როგორც რუსეთის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შეძლოთ იპოვოთ კომპრომისები, რომლებიც მისაღები იქნება ყველასთვის, რომელიც საბოლოოდ შესაძლებელს გახდის საქართველოს სივრცის რეინტეგრაციას. აი, რა ვუთხარი მას სიტყვა სიტყვით. „თუ რა თქმა უნდა, ეს იქნება მიმზიდველი ყველასთვის, ვინც მოლაპარაკებებშია ჩართული", - ამაზე მე მოვისმინე: „დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ" და მეც შემექმნა შთაბეჭდილება, რომ შესაძლებელია თუ ახალი გვერდის გადაშლა არა, ყოველ შემთხვევაში მოიძებნოს ახალი სახის არასტანდარტული მიდგომები, რაც ყველაზე მთავარია რეგულარული ურთიერთობები", - განაცხადა ინტერვიუში მედვედევმა.
 

ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ჰყვება იმას, თუ რა მოხდა შემდგომ პერიოდში.
 

„რა ხდებოდა შემდეგ? - ჩვენ ვურთიერთობდით, ვსაუბრობდით და რამდენადაც მე მახსოვს, ბოლოს ჩვენი შეხვედრა შედგა ასტანაში. რაში მდგომარეობდა ის? - ჩვენ მაშინ შევთანხმდით, რომ დავსხდებით და სერიოზულად დავილაპარაკებთ. სად? - აქ, სოჭში. მე მას ვუთხარი: „ჩამოდით სოჭში, ჩვენ მშვიდად დავილაპარაკებთ ყველა პრობლემაზე", რადგან მან დაიწყო ჩამოთვლა თავისი სირთულეების და სიტუაციის თავისი ხედვების. მე მას ვუთხარი რუსული ხედვების შესახებ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს იყო ასტანის წლისთავის დღესასწაული, მე მას რუსეთში ჩამობრძანება შევთავაზე. მან მიპასუხა: ‘კარგით, მზად ვარ ეს გავაკეთოო", - აღნიშნა მედვედევმა.


მისივე თქმით, იგი ერთი თვის განმავლობაში ამოწმებდა ინფორმაციას იყო თუ არა რაიმე სიგნალი შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით ქართველი პარტნიორისგან. 

„სიგნალი არ იყო, მაგრამ საქართველოში ამ პერიოდში ჩამოსვლას მოუხშირეს, როგორც საბჭოთა პერიოდში იტყოდნენ, ემისარებმა ოკეანის გაღმიდან. ჩემთვის ძალიან ნათელი მომენტი იყო (მე ამის ანალიზი გავაკეთე არაერთხელ) ამ პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ვიზიტი. ამის შემდეგ ჩემი კოლეგა უბრალოდ გავიდა კავშირიდან. მან გაწყვიტა ურთიერთობა, მიატოვა წერა, შეწყვიტა რეკვა და კავშირზე გამოსვლა. სავარაუდოდ, გაჩნდა ახალი გეგმები და ის იყო რეალიზებული', - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3068.html
Posted by consul | 05 Aug 2011, 19:19 | News »
 

"პოლიტიკა: დიმიტრი მედვედევი 2008 წელს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას იხსენებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian