aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ნიკოლაიშვილი: გაისად სამინისტროს მიერ დასაქმებულთა რიცხვი 60 000-ს გადააჭარბებს Georgian News  Georgian News 
 4 აგვისტოს, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა მასმედიას სამინისტროს მიერ განხორციელებული და მომავლისთვის დაგეგმილი პროექტები წარუდგინა.



პრეს-კონფერენციაზე მინისტრმა ჟურნალისტებს წარუდგინა მონაცემები იმაზე, თუ რა ინვესტიციები განხორციელდა და რამდენი ადამიანი დაასაქმა სამინისტრომ 2009 და 2010 წლებში.


ნიკოლაიშვილმა ასევე წარადგინა მონაცემები იმ ადამიანების რიცხვზე, რომლებიც მიმდინარე და 2011 წლისთვის დაგეგმილი პროექტებისთვის დაასაქმეს.


მინისტრი 2012 წლის გეგმებზეც საუბრობდა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს სამინისტროს მიერ დასაქმებულთა რიცხვი 60 000-ს გადააჭარბებს.


რამაზ ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ „რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებებია: აღმოსავლურ-დასავლური ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, საავტომობილო გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა და რეაბილიტაცია, ახალი სარკინიგზო ხაზის - ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობა და რეაბილიტაცია და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. აღნიშნულ სფეროში 2009 წლის განმავლობაში 812 მილიონი ლარი იქნა ინვესტირებული, დასაქმდა 23 900 ადამიანი. 2010 წელს ინვესტიციები 912 მილიონ ლარამდე გაიზარდა. დასაქმებულთა რიცხვმა 31 000-ს მიაღწია. 2011 წლის ბოლოსთვის სამინისტრო 44 400 ადამიანს დაასაქმებს და ინვესტიციების მოცულობა 1 მილიარდ 386 მილიონ ლარს მიაღწევს. 2012 წლისთვის დაგეგმილია 1 მილიარდ 838 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციების განხორციელება და 62 500 ადამიანის დასაქმება“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.


მისი თქმით, საქართველოში არსებული 7 კილომეტრი გზიდან თითქმის ნახევრის - 3 ათასი კილომეტრის რეაბილიტაცია ჩატარდა.


მინისტრის ცნობით, აშენდა 33 და რეაბილიტირებულ იქნა 78 ხიდი, შენდება ოთხი გვირაბი, ხოლო ერთი რეაბილიტაციას გადის.


ნიკოლაიშვილი სარკინიგზო სფეროში დაგეგმილ პროექტებზეც საუბრობდა.


მისი თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი ითვალისწინებს 25 კმ სიგრძის რკინიგზის მშენებლობასა და არსებული 160 კილომეტრის რეაბილიტაციას.


მინისტრის განცხადებით, სერიოზული სამუშაოები წყალმომარაგების სფეროშიც ტარდება. შესაბამისი პროექტები საქართველოს 27 მუნიციპალიტეტში წარმოებს. ასევე დაწყებულია წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია საქართველოს ექვს დიდ ქალაქში.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3065.html
Posted by Drakula | 05 Aug 2011, 19:14 | News »
 

"ეკონომიკა: ნიკოლაიშვილი: გაისად სამინისტროს მიერ დასაქმებულთა რიცხვი 60 000-ს გადააჭარბებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian