aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 გარემო: სპეციალისტები: მზეზე აფეთქების გამო მოსალოდნელია ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი World News  World News 
აფეთქება, რომელიც მზეზე გუშინ, 2 აგვისტოს მოხდა, დედამიწაზე მაგნიტურ ქარიშხალს გამოიწვევს, რომელსაც 4 და 5 აგვისტოს ექნება ადგილი, იუწყება “GHN“.



ამის შესახებ РИА Новости-ს უთხრა დედამიწის მაგნეტიზმის, იონოსფეროსა და რადიოტალღების გავრცელების ინსტიტუტის კოსმოსური ამინდის პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაშმა.


„27 რიცხვში (ივლისის თვისა) ადგილი ჰქონდა M.9 კლასის აფეთქებას და დღეს იყო M.3 კლასის აფეთქება. ამასთან, თუ პირველი აფეთქება ძალიან მოკლე იყო - იგი მხოლოდ 8 წუთს გაგრძელდა, მეორე ჯერაც გრძელდება და მას თან მოჰყვა მზის პლაზმის ამოფრქვევა, რომელიც, მათ შორის, ჩვენკენ იყო მიმართული“, - თქვა გაიდაშმა.


მზეზე აფეთქებები რენტგენული გამოსხივების სიმძლავრის მიხედვით იყოფა ხუთ კლადა: A, B, C, M და X. მინიმალური კლასი A0.0შეესაბამება გამოსხივების სიმძლავრეს დედამიწის ორბიტაზე კვადრატულ მეტრზე 10 ნანოვატის ოდენობით. შემდეგ ასოზე გადასვლასთან ერთად სიმძლავრე ათჯერ იზრდება.


„სადღაც დღის ბოლოს 4 და 5 აგვისტოს მოსალოდნელია მცირე მაგნიტური ქარიშხალი, თუმცა იგი შეიძლება დიდი გახდეს“, - აღნიშნა გაიდაშმა.


მან განმარტა, რომ აქტიურობის ასეთი ამაღლება, რომელიც 26 ივლისს დაიწყო, მზის „სიცოცხლის“ ამჟამინდელი პერიოდისთვის ნორმალურია. მისი თქმით, აფეთქების თანმდევი კორონალური ამოფრქვევების სიჩქარემ წამში 1.1 ათას კილომეტრს მიაღწია.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3052.html
Posted by Drakula | 03 Aug 2011, 21:10 | News »
 

"გარემო: სპეციალისტები: მზეზე აფეთქების გამო მოსალოდნელია ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 1
Votes: 3


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 May 2024
  • English Georgian