aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ივლისში საქართველოში ინფლაცია 1.6%-ით შემცირდა Business & Economics  Business & Economics 
2011 წლის ივლისში, 2010 წლის ივლისთან შედარებით, წლიური ინფლაციის დონემ 8.5% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე არის მინუს 1.6%.



როგორც „საქსტატი“ იტყობინება, ინფლაციის წლიური მაჩვენებლის ფორმირებაზე განსაკუთრებული გავლენა იქონია ფასების ცვლილებებმა შემდეგ სასაქონლო ჯგუფებში:


კვების პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები: საანგარიშო პერიოდში ფასები 16.6%-ით გაიზარდა, შესაბამისად ჯგუფის წილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 6.7% შეადგინა. ფასების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა: ხილისა და ყურძნის ჯგუფში - 30.4%, რძე, ყველი და კვერცხი - 26.4%, ხორცი და ხორცპროდუქტები - 26.1%, მცენარეული ზეთი და ცხიმი - 25.6%, პური და პურპროდუქტები - 21.9%.


ტრანსპორტი: ტარიფები 16.3%-ით გაიზარდა. შესაბამისად ჯგუფის წილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 1.7% შეადგინა. ამ ჯგუფში ტარიფების არსებითი ზრდა დაფიქსირდა ბენზინზე - 17.3%, დიზელზე - 22.3%, მგზავრობაზე შიდასაქალაქო ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში - 22.1%.


ინფლაციის თვიურ მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებებზე შემდეგ ჯგუფებში:


კვების პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები: ფასები 5.1 პროცენტით შემცირდა. შესაბამისად, ივლისის ინფლაციაში ჯგუფის წილმა 2.28 პროცენტი შეადგინა. მოცემულ ჯგუფში ფასები არსებითად შემცირდა ბოსტნეულზე, კარტოფილსა და სხვა ბოლქვის ქვეჯგუფებზე - 23.3 პროცენტით, ხილსა და ყურძენზე - 16.3 პროცენტით. ფასები გაიზარდა შაქარსა და ტკბილეულობაზე - 4.9 პროცენტი.


ტრანსპორტი: აღნიშნულ პერიოდში ფასები 7.4 პროცენტით გაიზარდა. ინფლაციის საერთო მაჩვენებელში ჯგუფის წილმა 0.77 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე - 18.4 პროცენტით.


2010 წლის ივლისთან შედარებით მიმდინარე წლის ივნისში ფასები 14.2%-ით შემცირდა. ჯგუფის წილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0.6% შეადგინა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3040.html
Posted by Drakula | 03 Aug 2011, 11:18 | News »
 

"ეკონომიკა: ივლისში საქართველოში ინფლაცია 1.6%-ით შემცირდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 10 June 2024
  • English Georgian