| პოლიტიკა: კონსტანტინე ზატულინი: სამხრეთ ოსეთი რუსეთთან გაერთიანდებოდა, რომ არა საქართველო | | Georgian News | |
რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოთქმული პოზიცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლასთან დაკავშირებით არის უპირველეს ყოვლისა, მოსკოვის მზადყოფნის გამომხატველი პატივი სცეს ოსი ხალხის არჩევანს. ეს განცხადება დსთ-ს ინსტიტუტის დირექტორმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა კონსტანტინე ზატულინმა გააკეთა.
"თავად ამ საკითხის განხილვა გასაკვირი არ არის, თუმცა ყველაფერი ოს ხალხზეა გამოკიდებული. სინამდვილეში ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანებისა არის საერთაშორისო მდგომარეობა და საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ეს რომ ასე მოხდეს რა თქმა უნდა, საქართველო ისარგებლებდა ამ სიტუაციით, იმისათვის რათა დაემტკიცებინა, რომ ადგილი აქვს სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას", _ აცხადებს ზატულინი. შეგახსნებთ, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტა თავად ოსი ხალხის ნებაა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3037.html
| |||
| Posted by consul | 02 Aug 2011, 20:09 | News » | |||

| Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.