aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: სახალხო დამცველი კობა სუბელიანს რეკომენდაციებით მიმართავს World News  World News 
სახალხო დამცველი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს რეკომენდაციებით მიმართავს.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ტუღუში კობა სუბელიას ურჩევს, დევნილთა ადეკვატური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფისა და ობიექტების მათ საკუთრებაში გადაცემის მიზნით, შეისწავლოს აღნიშნულ ობიექტებში არსებული მდგომარეობა.



ამასთან, სახალხო დამცველის აზრით, აღნიშნული უწყების ხელმძღვანელმა იმ ობიექტებში, რომელთა დევნილთათვის გადაცემაც იგეგმება, მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა გაატაროს შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები, დევნილთა ადეკვატური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფისათვის, ხოლო იმ ობიექტებიდან, რომლებიც არ ექვემდებარება რეაბილიტაციას, მოახდინოს დევნილთა ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანა. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველმა მოითხოვა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლით დადგენილ 10 დღიან ვადაში, მინისტრმა სახალხო დამცველს მიაწოდოს ინფორმაცია იგეგმება თუ არა „ლიკანი 2" და „ლიკანი 3"-ში მცხოვრებ დევნილთათვის აღნიშნული კომპაქტურად განსახლების ობიექტების კერძო საკუთრებაში გადაცემა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2011 წელს საქართველოს მასშტაბით დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე ათეული კომპაქტური განსახლების ობიექტი არის უმძიმეს მდგომარეობაში.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3036.html
Posted by consul | 02 Aug 2011, 20:08 | News »
 

"პოლიტიკა: სახალხო დამცველი კობა სუბელიანს რეკომენდაციებით მიმართავს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian