aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: პროფკავშირები: სიცხეში მუშაობა შრომითი კოდექსის დარღვევა არ არის Georgian News  Georgian News 
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ მაღალი ტემპერატურისას მზეში მუშაობა შრომითი კოდექსის დარღვევა არ არის, ვინაიდან საქართველოს შრომითი კოდექსი ამას არ კრძალავს. მისი თქმით, კანონმდებობაში არაფერია ნათქვამი მაღალი ტემპერატურის დროს მუშაობაზე.



„მაღალი ტემპერატურის პირობებში მზის ქვეშ მშენებლობაზე მუშაობა კანონის დარღვევა არაა. ჩვენი შრომითი კოდექსი მთლიანობაში არღვევს ადამიანის უფლებებს. იგი XXIსაუკუნის სიმახინჯეა და XVIსაუკუნის ნორმებს შეესაბამება“, - თქვა პეტრიაშვილმა და აღნიშნა, რომ ძლიერ სიცხეში მუშაობა იმდენად საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, რომ ლეტალური შედეგის გამოწვევა შეუძლია.


მისი თქმით, ამ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა თავად უნდა თქვან უარი სიცხეში მუშაობაზე და ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ტემპერატურის დროსაა მუშაობა აკრძალული. ამის თაობაზე კოლექტიური მოლაპარაკებები ადგილობრივ პროფკავშირებსა და დამსაქმებლებს შორის უნდა წარმოებდეს.


როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრომ უქმე დღეებად უნდა გამოაცხადოს ის დღეები, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე თბება.


„ეს ცივილიზებული ქვეყნების მიერ აღიარებული ნორმა და სტანდარტია. რამდენადაც საქართველოში ნორმები და სტანდარტები არ არსებობს, მუშებმა და პროფკავშირებმა თავად უნდა დაიწყონ დამსაქმებლებთან კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოება და შრომით ხელშეკრულებაში მათი დამცველი სტატიების ასახვა და გადაჭრან ეს პრობლემა, რომელიც შრომით კოდექსში ასახული არ არის“, - თქვა მან.


ამასთან, პროფკავშირელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ადამიანები ამას სამსახურის დაკარგვის შიშის გამო არ აკეთებენ, ვინაიდან შრომით კოდექსში ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები პრაქტიკულად არაა. კოდექსი მათ უფლებებს არ იცავს და მათი სამსახურში აღდგება სასამართლო წესით პრაქტიკულად შეუძლებელია.


ძლიერი სიცხის გამო, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსზე მეტს აღწევს, ზოგიერთ სამშენებლო ობიექტზე მუშაობა არ წყდება.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3019.html
Posted by Drakula | 02 Aug 2011, 11:00 | News »
 

"საზოგადოება: პროფკავშირები: სიცხეში მუშაობა შრომითი კოდექსის დარღვევა არ არის" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 16 May 2024
  • English Georgian