პოლიტიკა: აშშ-ის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო | ![]() | Georgian News | |
![]()
"სენატი ადასტურებს შეერთებული შტატების პოლიტიკას, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის საზღვრების ხელშეუხებლობას. აშშ აღიარებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებია. სენატი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წელს საქართველო-რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ყველა პუნქტისა და პირობის შესასრულებლად, მათ შორის, დააბრუნოს სამხედრო ძალები ომამდელ პოზიციებზე და უზრუნველყოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შესვლა", - ნათქვამია რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, სენატი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას და იმ პირებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებს აკონტროლებენ, უფლება მისცენ იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს სრულად და ღირსეულად დაბრუნდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. აგრეთვე დაუშვან ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო მისიები. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3017.html
| |||
Posted by consul | 31 Jul 2011, 15:43 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 1 ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.