aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: დედამიწის მოსახლეობა 7 მლრდ ადამიანს უკვე მიმდინარე წელს მიაღწევს World News  World News 
დედამიწის მოსახლეობა მიმდინარე წელს შვიდ მილიარდ ადამიანს მიაღწევს. ძირითად ზრდა განვითარებად ქვეყნებზე მოვა, რომლებსაც რესურსებთან წვდომის პრობლემა აქვთ.



ეს ზრდა შეიძლება დრამატული გახდეს - 1999 წელს დედამიწის მოსახლეობა 6 მილიარდამდე გაიზარდა, ამასთან 1950-დან 2000 წლის ჩათვლით დედამიწის მოსახლეობა გაორმაგდა. 10 წლის განმავლობაში დედამიწაზე კიდევ ერთი მილიარდი ადამიანი გამოჩნდა. გაერო 2100 წლისთვის მოსახლეობის რიცხოვნობას 10 მილიარდიანი მაჩვენებლით პროგნოზირებს, წერს CNN.


დემოგრაფები მოუწოდებენ გადაიტანონ „მიზიდულობის დემოგრაფიული ცენტრები“ უფრო განვითარებული რეგიონებიდან ნაკლებ განვითარებულებში.


განვითარებად სამყაროს მუდმივი პრობლემები ექნება სურსათთან, წყალთან, საცხოვრებლის მისაწვდომობასთან და ენერგეტიკასთან მათი დასახლების ზრდისთვის, რაც ჯანმრთელობისთვის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ზრდისთვის აშკარა პრობლემებს წარმოშობს.


ამასთან, მოსახლეობის ძირითადი ზრდა შემდგომშიც მოსალოდნელია სუსტად განვითარებულ რეგიონებში, მათგან ნახევარი აფრიკაში დაიბადება, მაშინ, როცა განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის რიცხოვნობა მუდმივად შემცირდება, მათ შორის ეს გამოიწვევს იმას, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა საკმარისი არ იქნება სოციალური დაზღვევისა და დაცვის ჩვეული სისტემის უზრუნველყოფისათვის. ამასთან, გლობალიზაციასთან ერთად ცნება „რეგიონალური პრობლემები“ ნამდვილობასთან სულ უფრო ნაკლებად შესაბამისი იქნება, ვინაიდან „რეგიონალური პრობლემებით“ გამოწვეული მიგრაციული ნაკადები მთელ მსოფლიოზე ჰპოვებს ასახვას.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3013.html
Posted by Drakula | 30 Jul 2011, 18:24 | News »
 

"საზოგადოება: დედამიწის მოსახლეობა 7 მლრდ ადამიანს უკვე მიმდინარე წელს მიაღწევს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 1
Votes: 1


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 16 May 2024
  • English Georgian