aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ნინო ბურჯანაძე: ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის პიროვნული დავა ნამდვილად არ არის Georgian News  Georgian News 
"ჩემსა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობაში გარდამტეხი 2008 წლის 7 აგვისტო იყო, როცა დავურეკე და ვთხოვე, დაგიჩოქებ, ოღონდ ცხინვალის დაბომბვაზე უარი თქვითქო და მან არ დამიჯერა", - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძე ჟურნალისტებთან არაფორმალურ შეხვედრაზე.



მისივე განმარტებით, ის მზად იყო იმისთვისაც, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკვე გაჩაღებული ომის შეჩერებაში დახმარებოდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთში მისი კონტაქტების გამოყენებაზე უარი თქვა.


"ჩემსა და მიშა სააკაშვილს შორის პიროვნული დავა არ არსებობს. მასთან პიროვნულზე არაფერი მაქვს გასაბრაზებელი. შეიძლება "იმ" საარჩევნო სიაში მართლაც არ იყო ის რაოდენობა შესული, რომელიც მე მინდოდა, მაგრამ ეს საკითხი ჩვენს ურთიერთობაში გარდამტეხი არ ყოფილა. მე ახლაც მაქვს მიშა სააკაშვილის ის მესიჯები შენახული, რომელშიც მეხვეწებოდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ განცხადება არ გამეკეთებინა", - აღნიშნა ბურჯანაძემ.


ამასთან, მან მოსკოვში მის ვიზიტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის თავიდანვე ცხადი იყო, პუტინთან შეხვედრებს მის რეიტინგზე უარყოფითი შედეგი რომ მოჰყვებოდა.


"რა თქმა უნდა ვიცოდი, რომ რუსეთში ჩემი ჩასვლა ჩემს რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედებდა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ გაცილებით არასწორად მოვიქეცი მაშინ, როცა გარკვეულ კონიუქტურას ანგარიში გავუწიე და შევწყვიტე მოსკოვში სიარული. პოლიტიკოსის უპირველესი მოვალეობაა, მტერი გადააქციოს მოყვარედ და არა მოყვარე მტრად. რუსეთთან ურთიერთობები აუცილებლად უნდა აღვადგინოთ და ამისთვის საჭიროა კონტაქტების აღდგენა. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა არ გულისხმობს, რომ ურთიერთობები უნდა გავწყვიტოთ შეერთებულ შტატებთან", - განმარტა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.


მისივე განმარტებით, რუსეთში ვიზიტებით მან "მნიშვნელოვანი ხაზი გაარღვია, რადგან დაინახა და მოისმინა ის, რაც აქამდე არ იცოდა".


"თუ ვინმე განსხვავებას ვერ ხედავს რუსეთში ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე დასწრებასა და შენს ქვეყანაში რუსული ტანკების შემოყვანაში, ეს უკვე მისი პრობლემა და საზოგადოების განსჯის საგანია". - დასძინა ბურჯანაძემ.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2990.html
Posted by consul | 28 Jul 2011, 19:45 | News »
 

"პოლიტიკა: ნინო ბურჯანაძე: ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის პიროვნული დავა ნამდვილად არ არის" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian