aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: ნორვეგიაში დაკარგული ქართველის ცხედარი ტბის ფსკერზე აღმოაჩინეს Georgian News  Georgian News 
ნორვეგიაში ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმისას დაკარგული საქართველოს მოქალაქის თამთა ლიპარტელიანის ცხედარი ტბის ფსკერზე აღმოაჩინეს. ამის შესახებ დღეს, 28 ივლისს, სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.



„ეს ყოველი ჩვენგანისთვის დიდი ტრაგედიაა და საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს“, - განაცხადა მან. მისი თქმით, გოგონას ზურგზე ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს.


კალანდაძემ იმედი გამოთქვა, რომ ნორვეგიული მხარე ქართული გოგონას ცხედრის სამშობლოში სწრაფი ჩამოყვანისათვის ყველაფერ გააკეთებს. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ფორმალობები, რომელთა გავლაა საჭირო, მაგრამ, თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხედრის სამშობლოში ჩამოყვანისათვის ყველა მოქმედებას განნახორციელებს“, - აღნიშნა მან.


მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ დაღუპულის ოჯახი ნორვეგიის ხელისუფლებებისაგან კომპენსაციას მიიღებს და ცხედრის ჩამოყვანა ასევე ნორვეგიის ხარჯზე განხორციელდება.


საჭიროა აღინიშნოს, რომ თამთა ლიპარტელიანის მშობლები გუშინ ოსლოში ჩაფრინდნენ. მათ გადაწყვიტეს, თავად ჩართულიყვნენ შვილის ძებნის პროცესში, რომელიც უკვალოდ გაუჩინარდა ახალგაზრდულ ბანაკში ტერაქტის შემდეგ. იგი ამოცნობილ იქნა წარმოდგენილი თითების ანაბეჭდების საფუძველზე.


უნდა აღინიშნოს, რომ უტეიოში ახალგაზრდულ ბანაკზე 32 წლის ტერორისტის ანდერს ბრეივიკის მიერ თავდასხმის დროს იქ საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფებოდა. ნათია ჩხეტიანი ცოცხალი დარჩა.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2978.html
Posted by Drakula | 28 Jul 2011, 10:46 | News »
 

"საზოგადოება: ნორვეგიაში დაკარგული ქართველის ცხედარი ტბის ფსკერზე აღმოაჩინეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian