aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერებმა ადამიანის ტვინის უნიკალური თვისება აღმოაჩინეს World News  World News 
წლებთან ერთად ტვინის ზომის შემცირება ადამიანის უნიკალური თვისება აღმოჩნდა, რომელიც სხვა უმაღლესი პრიმატებისთვის დამახასიათებელი არ არის. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებმაც ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში სტატია გამოაქვეყნეს. გამოკვლევის მოკლე მიმოხილვა აღწერილია აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრეს-რელიზში.



სიბერეში ადამიანის ტვინის ზომა მნიშვნელოვნად მცირდება - განსაკუთრებით ძლიერ ცვლილებებს ადგილი აქვს დიდი ნახევარსფეროების ქერქში, რომელიც ყველაზე რთული გონებრივი ფუნქციების შესრულებაზეა პასუხისმგებელი. საშუალოდ 80 წლისთვის ადამიანი ტვინის იმ მოცულობის დაახლოებით 15 პროცენტს კარგავს, რომელიც მას ახალგაზრდობაში ჰქონდა.


ახალი ნაშრომის ავტორებმა გადაწყვიტეს შემოწმება იმისა, აქვს თუ არა ადგილი მსგავს პროცესს ადამიანის უახლოეს ნათესავებს - შიმპანზეებს შორის. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ტექნოლოგიის დახმარებით მეცნიერებმა 99 შიმპანზისა და 87 ადამიანის ტვინის აგებულება გამოიკვლიეს. ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ 10-დან 51 წლამდე ასაკის მაიმუნები და 22-დან 88 წლამდე ასაკის ადამიანები - ვინაიდან Homo sapiens-ის სიცოცხლის ხანგრძლივობა შიმპანზეს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე უფრო დიდია, მაიმუნებს შორის ასაკობრივი ცვლილებები (თუ მათ ადგილი აქვს) უნდა იწყებოდეს უფრო ადრე, ვიდრე ადამიანებს შორის.


მეცნიერები არა მხოლოდ ტვინის საერთო მოცულობას აანალიზებდნენ, არამედ თეთრი და ნაცრისფერი ნივთიერების რაოდენობასაც ადამიანებისა და შიმპანზეების ტვინის სხვადასხვა რეგიონებში. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მოხუც მაიმუნებს შორისაც კი ყველა ამ პარამეტრის არსებითი ცვლილებები არ მიმდინარეობდა.


სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ტვინის ზომის შემცირება ადამიანის ერთგვარი საფასურია დღეგრძელობის სანაცვლოდ. რამდენადაც ადამიანებს შთამომავლობის აღსაზრდელად მეტი დრო სჭირდებათ, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის ევოლუციური აზრი შეიძლება გულისხმობდეს მოხუცთა შენარჩუნებას ახალგაზრდა მშობლების დასახმარებლად. თუმცა ტვინმა ვერ მოასწრო დღეგრძელობისთვის „შეგუება“ იმ 5 მილიონი წლის განმავლობაში, რომლებიც ადამიანისა და შიმპანზეს ევოლუციური ხაზების გაყოფის მომენტიდან გავიდა.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2974.html
Posted by Drakula | 27 Jul 2011, 21:37 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერებმა ადამიანის ტვინის უნიკალური თვისება აღმოაჩინეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian