aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ილია II: შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან კეთილი დასაწყისია პრობლემების გადასაჭრელად Georgian News  Georgian News 
პოლიტიკური მოღვაწენი მოდიან და მიდიან, ერები და ეკლესიები კი რჩებიან და სასულიერო ლიდერებს შორის შეხვედრები კეთილი დასაწყისია პრობლემების გადაჭრისთვის გზების ძიების თვალსაზრისით, თქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის პატრიარქთან კირილესთან შეხვედრაზე, იუწყება “GHN“.



ილია II-მ გამოთქვა რწმენა იმისა, რომ „ხშირი კონტაქტები უნაყოფო არ იქნება“.


„მართლაც, პოლიტიკური მოღვაწენი მოდიან და მიდიან, ჩვენი ერები და ეკლესიები კი რჩებიან. ჩვენ ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ და ყველაფერი ვაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ურთიერთობა იყოს ძმური, მეგობრული“, - თქვა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, გადმოსცემს РИА Новости.


მან მადლობა გადაუხადა პატრიარქ კირილეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ქართული მართმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციის დადასტურებისათვის, ასევე კიევში - „წმინდა ქალაქში“ დაპატიჟებისთვის, რომელსაც იგი პირველად სტუმრობს.
„ვფიქრობ, მომავალში კიდევ შევხვდებით. ეს კეთილი დასაწყისია და, ვფიქრობ, გაგრძელება იქნება ძალიან კეთილი და ჩვენ ურთიერთგაგების არსში პრობლემების დაძლევის გზებს ვიპოვით“, - დაასკვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.


რუსეთის ნათლობის დღის წინა დღეს, ოთხშაბათს, კიევში ვლადიმირის მთაზე ეკლესიების მეთაურები - მოსკოვისა და სრული რუსეთის პატრიარქი კირილე, საქართველოს კათლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და კიევისა და სრული უკრაინის მიტოპოლიტი ვლადიმირი - საზეიმო პარაკლისს გადაიხდიან.


ამას გარდა, ამავე დღეს კიევში რუსული მართმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდება (ბოლო სამი წლის განმავლობაში მესამეჯერ უკრაინის დედაქალაქში).
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2963.html
Posted by Drakula | 27 Jul 2011, 21:22 | News »
 

"პოლიტიკა: ილია II: შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან კეთილი დასაწყისია პრობლემების გადასაჭრელად" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian