aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: გია ხუხაშვილი: ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური გვამია Georgian News  Georgian News 
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური გვამია და ამიტომ მისი საზოგადოებასთან კომუნიკაციის ერთადერთი სტილი სკანდალია, მიაჩნია ექსპერტს გია ხუხაშვილს, იტყობინება “GHN“.



„მას პოლიტიკის სხვანაირად კეთების არც მორალური, არც ინტელექტუალური რესურსი აქვს. შეიძლება ითქვას, რომ სკანდალი მისი ერთადერთი იარაღია“, - თქვა ხუხაშვილმა სააგენტო “GHN“-თან საუბრისას.


რაც შეეხება ოქრუაშვილის მტკიცებებს იმაზე, რომ ლევან გაჩეჩილაძემ „ქართული პარტიის“ გეგმა გაყიდა, ექსპერტი ამას „სასაცილოდ“ მიიჩნევს, ვინაიდან შეუძლებელია, გაჩეჩილაძეს გაეყიდა ის, რაც „ქართულ პარტიას“ არა აქვს.


„შეუძლებელია იმის გაყიდვა, რაც არ არსებობს. ხოლო საუბარი იმაზე, რომ ირაკლი ოქრუაშვილს რაღაც გეგმა ჰქონდა, არასწორია. მას არანაირი გეგმა ჰქონდა და, შესაბამისად, მას ვერავინ გაყიდიდა. ოქრუაშვილის განცხადება მორიგი პოლიტიკური პროვოკაციაა, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, მისი სკანდალები საქართველოსთვის უკვე აღარაა საინტერესო. დღეს ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური გვამია და იგი ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს. სხვათა შორის, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე პოლიტიკაში დაბრუნება ლევან გაჩეჩილაძესაც გაურთულდება“, - თქვა ექსპერტმა.


შეგახსენებთ, რომ „ქართული პარტიის“ ლიდერმა, საფრანგეთში მცხოვრებმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტიის გეგმა 5 მილიონად ლევან გაჩეჩილაძემ გაყიდა.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2958.html
Posted by Drakula | 26 Jul 2011, 19:38 | News »
 

"პოლიტიკა: გია ხუხაშვილი: ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური გვამია" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian