aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საქართველოში ექსპორტმა პირველად გადააჭარბა 1 მილიარდ დოლარს Business & Economics  Business & Economics 
პირველად საქართველოში ექსპორტმა 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ დღევანდელ სამთავრობო სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, როდესაც 2011 წლის პირველი ნახევრის შედეგებზე საუბრობდა.



მისი მონაცემებით, 6 თვის განმავლობაში იმპორტი 36%-ით, ხოლო ექსპორტი - 44%-ით გაიზარდა. უშუალოდ ივნისში ექსპორტი 60%-ით გაიხარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.


ამასთან ერთად, საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები კვლავაც არიან ევროკავშირი, უკრაინა, თურქეთი და აზერბაიჯანი.


რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, გილაურმა მათ შორის დაასახელა აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქეთი.


საექსპორტო პროდუქციებს შორის წამყვანი პოზიციები უკავია ავტომანქანების რეექსპორტს. ექსპორტის 23% სწორედ მათზე მოდის. საქართველოს საექსპორტო პროდუქციაში ასევე შედის ფეროშენადნობები, აზოტური სასუქები, ოქრო, ჯართი და გადამუშავებული არმატურა.


„ეკონომიკის მთავარ პრობლემას სწორედ ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი ბალანსი წარმოადგენს და, შესაბამისად, ექსპორტის ზრდა ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა გილაურმა და იმედია გამოთქვა, რომ უარყოფითი ბალანსი თანდათანობით შემცირდება.


„ეს დიდ სამუშაოს მოითხოვს, განსაკუთებით, საექსპორტო ბაზარზე“, - აღნიშნა მთავრობის უფროსმა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2953.html
Posted by Drakula | 26 Jul 2011, 19:33 | News »
 

"ეკონომიკა: საქართველოში ექსპორტმა პირველად გადააჭარბა 1 მილიარდ დოლარს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian