aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საბერძნეთის საკრედიტო რეიტინგები მინიმუმამდე დაეცა World News  World News 
სააგენტო Moody's-მ საბერძნეთის საკრედიტო რეიტინგი კიდევ სამი საფეხურით - „Caa1“-დან „Ca“-მდე დაწია. როგორც Moody's-ს ოფიციალურ პრეს-რელიზშია ნათქვამი, რეიტინგი დაწიეს იმის გამო, რომ ევროკავშირის მიერ მოწონებული საბერძნეთის გადარჩენის გეგმა კერძო ინვესტორებს არსებით ზარალს მოუტანს.



Moody's-ს კლასიფიკაციაში რეიტინგი “Ca” ნიშნავს, რომ ობლიგაციების ემიტენტი, ჩვეულებრივ, უკვე დეფოლტის მდგომარეობაში იმყოფება. სააგენტოს სკალის მიხედვით „Ca“ ბოლოსწინა რეიტინგია: ამაზე ცუდი მხოლოდ “C“ შეიძლება იყოს.


21 ივლისს, რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ისინი საბერძნეთს ეკონომიკური კრიზისისაგან გადაარჩენენ. ამ პროგრამის ფარგლებში ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი საბერძნეთს მორიგ კრედიტს მისცემენ, მაგრამ ხარჯების ნაწილი კერძო ინვესტორებსაც დაეკისრებათ: მათ შეუძლიათ თავიანთი საბერძნეთის ობლიგაციები დაფარვის ახლო ვადებით გაცვალონ 15-30 წლიან ობლიგაციებზე ან გაყიდონ ისინი 20-პროცენტიანი დისკონტით ნომინალთან.


მანამდე სარეიტინგო სააგენტოები აფრთხილებდნენ, რომ შესაძლოა საბერძნეთში დეფოლტის შესახებ გამოაცხადებდნენ, თუ კერძო ინვესტორები ქვეყნის გადარჩენის პროცესში იქნებოდნენ ჩართულები. ასე, ივნისის შუა რიცხვებში Standard & Poor's-მა საბერძნეთის რეიტინგი მსოფლიოში ყველაზე დაბალ რეიტინგამდე - “CCC“-მდე დაწია, ივლისში კი სააგენტო Fitch-მა განაცხადა, რომ შეუძლია დაწიოს საბერძნეთის რეიტინგი RD-მდე (“შეზღუდული დეფოლტი“).


მიუხედავად ამისა, ევროკავშირში, აამოქმედეს რა კერძო ინვესტორები საბერძნეთის გადარჩენის პროცესში, გადაწყვიტეს, სარეიტინგო სააგენტოებისათვის ყურადღება არ მიექციათ. ევროპაში მიაჩნიათ, რომ ასეთი სახის კრიზისულ სიტუაციებზე სააგენტოების გავლენა შეზღუდული უნდა იყოს.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2937.html
Posted by Drakula | 25 Jul 2011, 10:43 | News »
 

"ეკონომიკა: საბერძნეთის საკრედიტო რეიტინგები მინიმუმამდე დაეცა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 10 June 2024
  • English Georgian