aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: აბასთუმანში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა Georgian News  Georgian News 
გუშინ 23 ივლისს, სამეცნიერო სკოლების დაახლოებით 30 მოსწავლე ჩამოვიდა აბასთუმანში გახსნილ პირველ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში.



23-დან 30 ივლისის ჩათვლით მოსწავლეთა დასვენება ორგანიზებულია „ქართული სამეცნიერო სკოლების განვითარების ალიანსით“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.


პროექტი განხორციელებულია საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტთა ერთობლივი ინიციატივის რეალიზაციის ფარგლებში, რომელიც ქართული და სომხური სამეცნიერო სკოლების პარტნიორობას ეხება.


საზაფხულო სკოლა მესამე საფეხურის მოსწავლეებზეა (15-17 წლის ასაკისა) გათვლილი. საზაფხულო ბანაკი საქართველოს და სომხეთის ფიზიკურ-მათემატიკური სკოლების საუკეთესო მოსწავლეებით არის დაკომპლექტებული.
საზაფხულო სკოლის პროგრამა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: საგანმანათებლო-შემეცნებით აქტიურობას, ერთობლივი პროექტის ინიცირებასა და ინტერკულტურულ ურთიერთობებს.


საგანმანათებლო-შემეცნებითი აქტიურობის ფარგლებში მეცნიერები დამატებით ცოდნას მიიღებენ ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში.


პროექტის კოორდინატორები აღნიშნავენ, რომ მომავალში მისი მასშტაბები კიდევ უფრო გაფართოვდება და ქართულ და სომხურ მოზარდებთან ერთად მასში მონაწილეობას მიიღებენ ლიტველი, ლატვიელი, ესტონელი და უკრაინელი მოზარდებიც.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2934.html
Posted by Drakula | 24 Jul 2011, 19:01 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: აბასთუმანში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 02 June 2024
  • English Georgian