aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: ევროპულმა ფოტოსააგენტომ საიტიდან საქართველოსთან დაკავშირებული ყველა ფოტოსურათი წაშალა Georgian News  Georgian News 
ევროპულმა ფოტოსააგენტომ საქართველოსთან დაკავშირებული ყველა ფოტოსურათი წაშალა. ფოტოსურათების გაუჩინარება გუშინ საღამოს იქნა შემჩნეული. მანამდე საიტზე საქართველოს თემაზე 1000-ზე მეტი ფოტოსურათი იყო განთავსებული, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათებიც.



შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაკავებული ერთ-ერთი ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე EPA-ს თანამშრომელი გახლდათ და საანგენტოს საიტზე ათავსებდა პრეზიდენტის ფოტოსურათებს, რომლებიც პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის მიერ იყო მოწოდებული. გედენიძე და ქურციკიძე გუშინ ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით ორგანიზაციისთვის, რომელიც იდენტიფიცირდება როგორც ჯაშუშური ქსელი. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.


EPA-ს საიტზე გამოქვეყნებულ ბოლო ფოტოსურათებზე მიხეილ სააკაშვილი გადაღებული იყო შერონ სტოუნთან ერთად, რომელიც საქართველოს ჰოლივუდის რეჟისორის რენი ჰარლინის ფილმ „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერაზე იყო ჩამოსული. ფოტოსურათები ირაკლი გედენიძემ გადაიღო. თავად ქურციკიძის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული იყო 21 მაისისა და 26 მაისის ღამის მიტინგის კადრები.


ქართული სააგენტო „IPN“ დაუკავშირდა EPA-ს განმარტებებისთვის, თუმცა მანდ უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე, მოითხოვეს შეკითხვების გამოგზავნა ელექტრონული ფოსტით და დაპირდნენ მათზე პასუხის გაცემას მაშინვე, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2788.html
Posted by Drakula | 09 Jul 2011, 12:17 | News »
 

"საზოგადოება: ევროპულმა ფოტოსააგენტომ საიტიდან საქართველოსთან დაკავშირებული ყველა ფოტოსურათი წაშალა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 01 May 2025
  • English Georgian