aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: რის ხარჯზე შემცირდება უმუშევრობა საქართველოში 6%-ით? Business & Economics  Business & Economics 
რის ხარჯზე შემცირდება უმუშევრობა 6%-ით? რადიო „კომერსანტის“ ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკაში გარდატეხის თარიღად საქართველოს პრეზიდენტი 2013 წელს ასახელებს.



2013 წელი - ეს ის წელია, როდესაც, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველგან იქნება ახალი გზები, კარგი წყალმომარაგება, საქართველოს რკინიგზა ევროპულს დაუკავშირდება. და რაც მთავარია: უმუშევრობა 16-დან 10%-მდე შემცირდება. შეგახსენებთ: უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რომლებიც 2010 წლის სტატისტიკას ასახავს, ქვეყანაში უმუშევრობა 16.3%-ს უდრის, რაც 2009 წელთან შედარებით 0.6%-ით ნაკლებია.


საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ ბალავაძე რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას ასახელებს იმ არგუმენტებს, რომელთა ხაჯზეც შეიძლება უმშევრობა შემცირდეს. მისი განცხადებით, რეფორმები, რომლებიც აქამდე ქვეყანაში ეკონომიკური და ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად ჩატარდა და ის, რაც ამჟამად კეთდება და მომავალში გაკეთდება, წარმოადგენს გარანტს იმისა, რომ შემცირდება უმუშევრობა. „საძირკველი უკვე ჩადებულია და თანდათანობით იგი ყველასათვის შესამჩნევი გახდება“, - აღნიშნა ბალავაძემ.


მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს, განაპირობებს არა მხოლოდ კადრების დასაქმებას, არამედ საფუძველს უყრის ეკონომიკური და ბიზნეს აქტივობის წახალისებას, ახალი ბიზნესების შექმნას, რაც საბოლოოდ უმუშევრობის შემცირებას უზრუნველყოფს.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2554.html
Posted by Drakula | 11 Jun 2011, 08:52 | News »
 

"ეკონომიკა: რის ხარჯზე შემცირდება უმუშევრობა საქართველოში 6%-ით?" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 May 2024
  • English Georgian