aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საქართველოში უცხოელი ტურისტების რიცხვი 44%-ით გაიზარდა Business & Economics  Business & Economics 
საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტთა რიცხვი მილიონს მიუახლოვდა. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2011 წლის იანვარ-მაისში საქართველოს 879 065 ვიზიტიორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 44%-ით მეტია.



ტურისტთა რიცხვით პირველ ადგილზეა თურქეთი - 264 107 ადამიანი. საანგარიშგებო პერიოდში აზერბაიჯანიდან 243 346 ვიზიტიორი ჩამოვიდა, ხოლო სომხეთიდან - 192 468.


იანვარ-მაისში საქართველოში 62 804 რუსი და 19 537 უკრაინელი ტურისტი ჩამოვიდა.


სააგენტოს მონაცემებით, საანგარიშგებო პერიოდში ტურისტთა ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ეკვადორიდან (900%), სომალიდან (900%), მაროკოდან (59.3%) და ბაჰრეინიდან (400%).


სტატისტიკური მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ევროპელი ტურისტების რიცხვი 44%-ით გაიზარდა (სულ 846 596 ვიზიტიორი).


წლის ხუთი თვის განმავლობაში 17%-ით გაიზარდა ვიზიტიორთა რიცხვი აშშ-დან (სულ 8951), 25%-ით გაიზარდა ვიზიტიორთა რიცხვი აღმოსავლეთ აზიიდან (სულ 6635), 39%-ით გაიზარდა ტურისტთა რაოდენობა ახლო აღმოსავლეთიდან (სულ 1443), ხოლო სამხრეთ აზიდან ტურისტთა რიცხვი გაიზარდა 94%-ით (სულ 13841).


საანგარიშგებო პერიოდში აფრიკული კონტინგენტიდან საქართველოს 597 ვიზიტიორი ეწვია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 77%-ით მეტია.


დსთ-ის ქვეყნებიდან საქართველოს იანვარ-მაისში 532 210 ვიზიტიორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 46%-ით მეტია.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2531.html
Posted by Drakula | 08 Jun 2011, 13:48 | News »
 

"ეკონომიკა: საქართველოში უცხოელი ტურისტების რიცხვი 44%-ით გაიზარდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 17 June 2024
  • English Georgian