aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საქართველოს ავტომანქანების ექსპორტის თვალსაზრისით რეგიონში პირველი ადგილი უკავია Business & Economics  Business & Economics 
დღეიდან, რუსთავის შესასვლელთან, ოფიციალურად დაიწყო მუშაობა ავტობაზა „კავკასიის ავტო ცენტრმა“, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს. კომპანია „იბერია ბიზნეს ჯგუფმა“ ობიექტის მშენებლობაში 4 მილიონი ლარი ჩადო.



გახსნის ოფიციალურ ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დაესწრო, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ავტომანქანების ექსპორტის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა და ახალი ცენტრის გახსნა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ექსპორტის ზრდას.


„ჩვენთვის „კავკასიის ავტო ცენტრის“ გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს ავტომანქანების ექსპორტის თვალსაზრისით რეგიონში პირველი ადგილი უკავია. ჩვენ მოცემულ ბიზნესში ვლიდერობით და მისი წარმატება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას მოგვცემს. აღნიშნული ბიზნესის განვითარება გამარტივებული პროცედურებით იყო განპირობებული, როგორც შესყიდვების, ისე იმპორტის თვალსაზრისით. ისეთი სწრაფი და მარტივი მომსახურება, როგორიც საქართველოშია, რეგიონის არც ერთ ქვეყანაში არაა. „კავკასიის ავტო ცენტრში“ ერთი საათის განმავლობაში შესაძლებელია ავტომანქანის შეძენა და გაფორმება და სწორედ ესოდენ გამარტივებული პროცედურების გამო ჩვენთან მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიან და ავტომანქანებს ყიდულობენ“, - აღნიშნა პრემიერმა.


კომპანიის ინფორმაციით, ავტობაზა, თავისი პირობებითა და დაბალი ფასებით, რეგიონში კონკურენციის გარეშე იქნება, ხოლო პირველი ორი კვირის განმავლობაში ბაზა კლიენტებს უფასოდ მოემსახურება. ავტობაზა და დამხმარე შენობები 46 000 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული. ტერიტორია 4 ზონად იყოფა და, საერთო ჯამში, ერთი ტერმინალი 2 000 ავტომანქანას ემსახურება.


„აქ ახალი ავტომობილებიც გაიყიდება. ჩვენ მუდმივად გავაკეთებთ სპეციალურ შემოთავაზებებს ისეთი ბრენდების სერვის-მომსახურებაზე, როგორებიცაა „ფოლცვაგენი“, „აუდი“, „შკოდა“, „მიცუბიში“, „რენო“, „ნუსანი“, „ინფინიტი“, „პეჟო“, „კია“, - განაცხადა „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.


ავტობაზაზე სწრაფი კვების რამდენიმე ობიექტიც არის განლაგებული. ხოლო მათთვის, ვინც მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვიდა, გახსნილია სასტუმრო.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2500.html
Posted by Drakula | 02 Jun 2011, 19:16 | News »
 

"ეკონომიკა: საქართველოს ავტომანქანების ექსპორტის თვალსაზრისით რეგიონში პირველი ადგილი უკავია" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 May 2024
  • English Georgian