aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საქართველოში საინვესტიციო ვიზიტები საპროტესტო აქციების გამო ჩაშლის საფრთხის ქვეშაღმოჩნდა Business & Economics  Business & Economics 
საქართველოში დაწყებულ საპროტესტო აქციებს სამთავრობო და საქმიანი წრეები აფასებენ. საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი ქეთი ბოჭორიშვილი ფიქრობს, რომ თუ აქციები გრძელვადიანი აღმოჩნდება, მაშინ შესაძლოა საქართველოში რამდენიმე საინვესტიციო ვიზიტი ჩაიშალოს.



როგორც ბოჭორიშვილმა რადიო „კომერსანტს“ განუცხადა, არასტაბილური სიტუაცია ნეგატიურად მოქმედებს საინვესტიციო და ტურისტულ გარემოზე.


მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში ხანგრძლივი აქციები მიმდინარეობს, ინვესტორები და ტურისტები ქვეყანაში ჩასვლას თავს არიდებენ. ამასთან ერთად, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ინვესტორთა მხრიდან საქართველოში არსებულ სიტუაციაზე არანაირი რეაქცია არ ყოფილა, მაგრამ მაისის ბოლოსთვის რამდენიმე საინვესტიციო ვიზიტია დაგეგმილი, რომლებიც შეიძლება ჩაიშალოს, თუ აქციები იმ დროისთვის არ დასრულდება.


ექსპერტთა ნაწილი მოკლევადიან ვიზიტებში ეკონომიკისთვის არანაირ პრობლემას ვერ ხედავს. თუმცა, ექსპერტის ლევან კალანდაძის თქმით, თუ აქციები დიდხანს გაგრძელდება, იქნება პიკეტები და სხვა მოქმედებები, ყველაფერი ეს ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.


„ამ დროს განსაკუთრებით მგრძნობიარეა პირველი საჭიროების საგნები“, - თქვა ექსპერტმა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2424.html
Posted by Drakula | 25 May 2011, 07:50 | News »
 

"ეკონომიკა: საქართველოში საინვესტიციო ვიზიტები საპროტესტო აქციების გამო ჩაშლის საფრთხის ქვეშაღმოჩნდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 May 2024
  • English Georgian