სამართალდამცავებმა სიღნაღის არქივის დირექტორი დააკავეს | Georgian News | ||
სამართალდამცავებმა სიღნაღის არქივის დირექტორი ვასილ ნარინდოშვილი დააკავეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, გუშინ, საღამოს დააკავეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლებიც, რომელთა ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება. საჯარო რეესტრის სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურში სამართალდამცავები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. სამსახურის უფროსი თამაზ ბურდულაძე თანამშრომლების დაკავების ფაქტს არ ადასტურებს. შს სამინისტროში, სიღნაღში, იუსტიციის სამინისტროში შემავალი სამსახურების თანამშრომლების დაკავების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. არქივის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ვასილ ნარინდოშვილი 2007 - 2008 წლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ხელმძღვანელობდა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_231.html
| |||
Posted by Legatuss | 11 Nov 2010, 08:50 | News » | |||
Re: სამართალდამცავებმა სიღნაღის � (Score: 1) teo- on 11 Nov 2010, 09:16 (User Info | Send a Message) |
vegar gavige ghn-inan aqveynebt?:)) |
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.