| ეკონომიკა: სააკაშვილი: საქართველოში 10 ახალი აეროპორტი აშენდება | | Georgian News | |
საქართველოში 10 ახალი აეროპორტი აშენდება, განაცხადა 9 მაისს ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ ზუგდიდში მშენებარე აეროდრომის პირველი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის მონახულების დროს.ამჟამად, როგორც მან აღნიშნა, ახალი აეროპორტები შენდება ქალაქ ფოთში ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მაღალმთიანი სვანეთი-მესტიის ადმინისტრაციულ ცენტრში და საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში - ქუთაისში. „ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ საქართველოში 10 აეროპორტს ავაშენებთ და თითოეულ მათგანს პირადად გავხსნი“, - განაცხადა სააკაშვილმა. იგი დაპირდა, რომ აეროპორტი ფოთში საერთაშორისო რეისებს შეასრულებს და თბილისის აეროპორტზე ცუდი არ იქნება. პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მომავალ წელს საქართველო საფრანგეთის წარმოების თანამედროვე თვითმფრინავებს შეისყიდის. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2289.html
| |||
| Posted by Drakula | 10 May 2011, 09:53 | News » | |||

| Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.