aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: EBRD საქართველოს დახმარებას ეროვნულ ვალუტაში გამოუყოფს Business & Economics  Business & Economics 
ერთი წლის წინ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული დედოლარიზაციის პროგრამა უშედეგო აღმოჩნდა. სტატისტიკის თანახმად, აშშ დოლარებში გაცემული კრედიტების მოცულობა წლის დასაწყისიდან 1%-ით გაიზარდა და 4.7 მლრდ დოლარი შეადგინა. კრედიტების 73.5% და დეპოზიტების 72% ბანკებში აშშ დოლარებში ინახება.



ამ ფონზე ევრობანკი და სსფ მხარს უჭერენ საქართველოში დოლარზე უარის თქმას. EBRD-ში აცხადებენ, რომ ამიერიდან საქართველოს დახმარებას მხოლოდ ლარებში გამოუყოფენ. ეროვნულ ბანკს, ფინანსთა სამინისტროსა და EBRD-ს შორის უკვე გაფორმდა მემორანდუმი.


საქართველოში EBRD-ის მთავარი ბანკირის განცხადებით, ევროპის ბანკი ადრეც აქტიურად უჭერდა მხარს დაკრედიტების პროცესს ეროვნულ ვალუტაში, თუმცა ახალი პროგრამა ლარიზაციის ახალ მასშტაბებს ვარაუდობს. ირაკლი მექვაბიშვილის თქმით, პროგრამაში არა მხოლოდ ბანკები მიიღებენ მონაწილეობას, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო და კერძო კომპანიებიც და შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ EBRD-საგან გრძელვადიანი საკრედიტო რესურსები ლარებში.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2259.html
Posted by Drakula | 06 May 2011, 09:42 | News »
 

"ეკონომიკა: EBRD საქართველოს დახმარებას ეროვნულ ვალუტაში გამოუყოფს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 May 2024
  • English Georgian