კრიმინალი: საქართველოში 1 700 000 ლარის მიტაცებისთვის კომპანია „ნუგეშის“ დირექტორი დააკავეს | ![]() | Georgian News | |
![]() მას ბრალი ედება საბაჟო დოკუმენტების გაყალბებაში ფულის გათეთრების მიზნით. საქმე ეხება 2000-2010 წლებში განხორციელებულ სახელმწიფო პროგრამას, რომელიც გემოფილიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების სპეციალური მედიკამენტების უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. ამ პროგრამაზე სულ 10 500 000 ლარი გამოიყო, 6 900 000 ლარის თანხის მედიკამენტების მიწოდების შეთანხმება კომპანია „ნუგეშთან“ გაფორმდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანიის დირექტორი საქმეს აწარმოებდა სამ კომპანიასთან: იტალიურ KEDRION SPA-თან, ჩინურ ANTIBODY ANTIGEN SUPPLY, INC., და ამერიკულ TALECRIS HEALTH CARE LLC.-თან. კომპანიის დირექტორი ინვოისებსა და საბაჟო დოკუმენტაციებს აყალბებდა და ხელოვნურად გაზრდილ ფასებს წერდა. 6 900 000 ლარიდან კომპანია „ნუგეშის“ დირექტორმა 1 700 000 ლარი მიითვისა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი სიბაშვილს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2183.html
| |||
Posted by Drakula | 30 Apr 2011, 13:59 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.