aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ქობალია ყაზახეთის მხრიდან საქართველოსადმი ინტერესის ამაღლებას მოელის Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია ყაზახური ბიზნესის მხრიდან საქართველოსადმი დიდ დაინტერესებას მოელის. ამის შესახებ ქობალიამ ყაზახური გამოცემა „ლიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.



„ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ინვესტიციები ყაზახეთიდან შემცირდა. მსხვილ თანხებს 2007 წელს ჰქონდა ადგილი, შემდეგ კი შეინიშნებოდა გადინება, ამასთან არა მხოლოდ ყაზახური ინვესტიციებისა.


მიზეზი მსოფლიო ფინანსური კრიზისი და 2008 წლის სამხედრო მოვლენებია. ყველაფერ ამას ჩვენთვის უკვალოდ არ ჩაუვლია და 2009 წელს ეკონომიკის დაცემამ 3.9 პროცენტი შეადგინა. მაგრამ ჩვენ სწრაფად დავდექით ფეხზე და 2010 წლის შედეგებით ჩვენთან მშპ-ის ზრდა 6.5 პროცენტის დონეზე იყო. ამიტომ მრავალი ინვესტორი დაბრუნდა და აღადგინა თავისი დაბანდებები. გარდა ამისა, ჩვენ ინვესტიციათა დივერსიფიკაციის პოლიტიკას ვაწარმოებთ, ანუ დაბანდებებისათვის სფეროთა ფართო სპექტრს ვთავაზობთ: ეს ტრანსპორტიცაა, ენერგეტიკაც, ტურიზმიც, რაც დანაკარგთა რისკებს ამცირებს. ამიტომ იმედი მაქვს, 2011 წელს ჩვენ ყაზახეთიდან მეტ ინვესტიციას დავინახავთ“, - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.


ქობალია დარწმუნებულია, რომ საქართველო ყაზახეთის ბიზნეს-წრეებისათვის მიმზიდველი გახდება.


„ქართულმა მთავრობამ ყველა პირობა შექმნა, რათა ჩვენი ბიზნესი ყაზახეთში პარტნიორებს პოულობდეს. ქართული ბიზნესი უკვე საკმარისად განმტკიცდა და, გარწმუნებთ, იგი მიმზიდველი იქნება ყაზახური ბიზნეს-წრეებისათვის“, - განაცხადა ვერა ქობალიამ.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2149.html
Posted by Drakula | 28 Apr 2011, 09:50 | News »
 

"ეკონომიკა: ქობალია ყაზახეთის მხრიდან საქართველოსადმი ინტერესის ამაღლებას მოელის" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 May 2024
  • English Georgian