aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: პრინც უილიამის ქორწილი რეკორდულ აუდიტორიას შეაგროვებს World News  World News 
პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ჯვრისწერის ცერემონია, რომელიც 29 აპრილს გაიმართება, ეკრანებთან და რადიომიმღებებთან მთელი მსოფლიოდან 2 მილიარდზე მეტ ადამიანს შეაგროვებს.



ამის შესახებ წერს ბრიტანული გაზეთი The Daily Mail. ეს პირდაპირი ტრანსლაციისთვის რეკორდული აუდიტორია გახდება.
ბუკინგემის სასახლის წინ მდებარე მოედანზე დაახლოებით 100 ტელე- და რადიოსადგური იმუშავებს. როგორც The Economic Timesიტყობინება, იქვე დაყენებულია 2 დროებითი კონსტრუქცია, რომლებშიც 22 ტელესტუდია არის განლაგებული.


გადაღებებისთვის ათასობით სხვადასხვაგვარი ვიდეოკამერაა გამოყენებული. მათ ნაწილს ყვავილების თაიგულებში საკურთხეველზე, მცენარეულობაში შენობების გარშემო და სახლების კედლებზე განათავსებენ, აღნიშნავს The Daily Mail.


პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილს BBC-ის 550-ზე მეტი თანამშრომელი გააშუქებს. BBC-ის კონკურენტი, ტელეარხი ITV, სამეფო ქორწილის გადაღებებისთვის 350-ზე მეტ ადამიანს მოიზიდავს. ცერემონიას ასევე ასობით ცნობილი ჟურნალისტი მიადევნებს თვალს, რომლებიც ლონდონში ჩამოვლენ.


რთულია ტრანსლაციების აუდიტორიის ზუსტად დათვლა: მილიონობით ადამიანი სამეფო ქორწილს ინტერნეტით მიადევნებს თვალს. თავად ცერემონიის ნახვა შესაძლებელი იქნება პირდაპირ ეთერში სამეფო ოჯახის ოფიციალურ არხზე YouTube-ზე. იქვე თვითმხილველები და პროფესიული რეპორტიორები საკუთარ გადაღებეულ ვიდეოებს განათავსებენ. ადგილებიდან რეპორტაჟის წარმოებას სოციალური ქსელებისა და ბლოგების ათასობით მომხმარებელი გეგმავს.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2135.html
Posted by Drakula | 27 Apr 2011, 10:12 | News »
 

"ეს საინტერესოა: პრინც უილიამის ქორწილი რეკორდულ აუდიტორიას შეაგროვებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 17 June 2024
  • English Georgian