aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: კადაფის რეჟიმი თავისუფალი არჩევნების ჩატარებას დათანხმდა World News  World News 
ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულ ატი ალ-ობეიდიმ რამდენიმე დასავლური მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მთავრობა არჩევნების ჩასატარებლად მზადაა. ამის შესახებ იტყობინება The Guardian.



მინისტრის თქმით, რეჟიმი იმის წინააღმდეგი არაა, რომ კენჭისყრის პროცესის სამართლიანობას თვალი ადევნონ საერთაშორისო დამკვირვებლებმა. თუმცა, ამასთან, მან დააზუსტა, რომ არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება ქვეყანაში შეიარაღებული დაპირისპირების დასრულებიდან ნახევარ წელიწადში. ამასთან, როგორც ობეიდიმ თქვა, ქვეყნის მართვა შეუძლია ეროვნული ერთიანობის გარდამავალ მთავრობას.


მინისტრმა აღნიშნა, რომ ტრიპოლი ქვეყნისთვის აუცილებელი რეფორმების შესახებ ყოვლისმომცველი დისკუსიის მომხრეა, ამასთან განსახილველად აკრძალული თემები არ იქნება. შესაძლებელი იქნება მუამარ კადაფის მომავლის შესახებაც საუბარი - „კვლავ შეასრულებს იგი იმ როლს, როსაც ამჟამად ასრულებს, თუ არა“.


ობეიდის განცხადებათა ტონი არსებითად განსხვავდებოდა ტრიპოლის სხვა ოფიციალური წარმომადგენლების ტონისგან. კერძოდ, მან თქვა, რომ მეამბოხეები ასევე ლიბიელები,  „ჩვენი ძმები“ არიან, რომლებთანაც მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომა და საერთო ენის გამონახვა შეიძლება. „საერთაშორისო საზოგადოებამ საშუალება უნდა მოგვცეს, ყველაფერი დამოუკიდებლად გადავჭრათ“, - დაამატა მინისტრმა.


მანამდე ოფიციალური ლიბიური ხელისუფლებების წარმომადგენლები კატეგორიულ უარს ამბობდნენ ნებისმიერ მოლაპარაკებებზე „ვირთხებთან, ძაღლებთან და ტარაკნებთან“ - ასე უწოდა მეამბოხეებს მუამარ კადაფიმ. მისი შვილი - სეიფ ალ ისლამი ასევე ამბობდა, რომ ოპოზიციასთან არანაირი მოლაპარაკებები არ შედგებოდა, ვინაიდან მის რიგებში მხოლოდ ტერორისტები, ყაჩაღები და ისლამისტები არიან.


როგორც The Guardian აღნიშნავს, ობეიდის ოჯახის ფესვები ლიბიელი მეამბოხეების „დედაქალაქიდან“ - ბენგაზიდანაა.


ბოლო კვირებში ვერც ოპოზიციონერები, ვერც სამთავრობო ჯარები ბრძოლის ველზე სერიოზულ წარმატებებს ვერ აღწევენ. ამ პირობებში საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს მეამბოხეებისათვის დამატებითი მხარდაჭერის გაწევის განზრახვის შესახებ: ბენგაზში დასავლურ სამხედრო მრჩეველებს გააგზავნიან, რომლებიც ოპოზიციას დაეხმარებიან საკუთარი ჯარის ფორმირებაში დაქსაქსული რაზმების ნაცვლად, რომლებიც ყოველგვარი მეთაურობის გარეშე მოქმედებენ.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2096.html
Posted by Drakula | 21 Apr 2011, 09:30 | News »
 

"პოლიტიკა: კადაფის რეჟიმი თავისუფალი არჩევნების ჩატარებას დათანხმდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian