aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 კულტურა: ფიროსმანის ნახატი „შავი ლომი“ მოსკოვში აღმოაჩინეს Georgian News  Georgian News 
ნიკო ფიროსმანის ნახატი „შავი ლომი“, რომელიც 1993 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის ყოფილი რექტორის აპოლონ ქუთათელაძის სახლიდან მოიპარეს, მოსკოვში აღმოაჩინეს, იტყობინება აპოლონ ქუთათელაძის შვილი - კარამანი.



კარამან ქუთათელაძის თქმით, ფიროსმანის ეს შედევრი მამამისის სახელოსნოდან ავტომატებით შეიარაღებულმა პიროვნებებმა გაიტაცეს. „ჩემთვის არაფერი იყო ცნობილი „შავი ლომის“ შემდგომ ბედზე და ახლა გავიგე, რომ, შესაძლოა, სწორედ ეს მოპარული ნახატია გამოტანილი მოსკოვში“, - თქვა მან.


კარამან ქუთათელაძის ინფორმაციით, ფიროსმანის ნამუშევრის მოპარვის საქმეთი ინტერპოლია დაკავებული. ქუთათელაძემ მოყვა, რომ რამდენიმე თვის წინ მან ინტერპოლს დამატებითი ჩვენებები მისცა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ფიროსმანის ნახატი „შავი ლომი“ მოსკოვში, ცენტრალურ სამხატვრო სახლში, რუსული ანტიკვარული სალონის ექსპოზიციაშია გამოტანილი. ტელეარხ "როსსია-24"-ის შეტყობინებით, ეს არის არა ასლი, არამედ ორიგინალი.


სააგენტომ გაარკვია, რომ გამოფენის ორგანიზატორი კომპანია „ექსპოპარკია“. კომპანიის წარმომადგენელთან სატელეფონო საუბრიდან ცნობილი გახდა, რომ ფიროსმანის აღნიშნული ნამუშევარი რუსეთის სამხატვრო აკადემიის სტენდზეა გამოტანილი. სააგენტოს თანამოსაუბრემ ივარაუდა, რომ იგი აკადემიის საკუთრებაა. თავის მხრივ, „ექსპოპარკის“ კომპანიის წარმომადგენელი დაინტერესდა ინფორმაციით იმაზე, რომ ფიროსმანის ნამუშევარი შესაძლოა მოპარული იყოს.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2070.html
Posted by Drakula | 18 Apr 2011, 17:11 | News »
 

"კულტურა: ფიროსმანის ნახატი „შავი ლომი“ მოსკოვში აღმოაჩინეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 21 May 2024
  • English Georgian