aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: მხოლოდ საქართველოშია დიზელი ბენზინზე უფრო ძვირი Georgian News  Georgian News 
საქართველოს გარდა თითქმის არც ერთ ქვეყანაში დიზელი ბენზინზე ძვირი არ ღირს, - აცხადებენ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში.



AFBA-ს მონაცემებით, კერძოდ, აზერბაიჯანში დიზელი, ქართული ვალუტის ეკვივალენტში, 0.74 ლარი ღირს, ბენზინის ფასი კი 0.98 ლარს შეადგენს. ბელარუსში დიზელი 1.48 ლარი ღირს, ბენზინი - 1.70 ლარი, ფინეთში დიზელის ფასია 2.85 ლარი, ხოლო ბენზინისა - 3.55 ლარი. იტალიაში დიზელი 3.26 ლარი ღირს, ბენზინი კი - 3.64 ლარი. ლიტვაში 1 ლიტრი დიზელი 2.76 ლარი ღირს, ხოლო ბენზინი - 2.92 ლარი. რაც შეეხება რუსეთს, აქ დიზელის ფასი 1.24 ლარია, ხოლო ბენზინისა - 1.41 ლარი. უკრაინაში კი დიზელი 2.06 ლარი ღირს, ბენზინი - 2.35 ლარი.


საქართველოში კი საწვავი 10 აპრილიდან კვლავ გაძვირდა. საცალო ქსელში ფასი ყველა ტიპის საწვავზე 5 თეთრით გაიზარდა.
კომპანია „ვისოლის“ ქსელში დღეისათვის არსებული მონაცემებით ნავთოპროდუქტებზე ფასები ასეთია: API სუპერი - 2.35 ლარი, API პრემიუმი - 2.30 ლარი, ევრო რეგულარი - 2.20 ლარი, დიზელი ენერჯი - 2.25 ლარი, რეგულარ ენერჯი - 2.15 ლარი.


კომპანია „რომპეტროლის“ ქსელში საწვავის ფასები ასევე 5 თეთრით გაიზარდა: ევრო სუპერი - 2.30 ლარი, Efix ევრო პრემიუმი - 2.25 ლარი, ევრო რეგულარი 93 – 2.12 ლარი, Efix ევრო დიზელი - 2.35 ლარი, ევრო დიზელი - 2.20 ლარი.


ფასები სხვა კომპანიების პროდუქტებზეც გაიზარდა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1990.html
Posted by Drakula | 12 Apr 2011, 12:14 | News »
 

"ეკონომიკა: მხოლოდ საქართველოშია დიზელი ბენზინზე უფრო ძვირი" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 21 May 2024
  • English Georgian